14 და 31 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართა მედია ბრიფინგები საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეტნებში (V4) პოლიტიკური და მედიის პოლარიზაციის შესახებ. შეხვედრა გაიმართა პროექტის „მედიის პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა საქართველოში და V4 ქვეყნებში“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ასევე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიას ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების ხელშეწყობა წარმოადგენს.
14 და 31 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) მოაწყო მედია ბრიფინგები საქართველოში პოლიტიკური და მედიის პოლარიზაციის შესახებ, სადაც განხილული იქნა საქართველოს შემთხვევა ვიშეგრადის ჯგუფის წევრ ქვეყნებთან შედარებით: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი. შეხვედრა გაიმართა პროექტის „მედიის პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა საქართველოში და V4 ქვეყნებში“ ეგიდით, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით, საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდიდან. ამასთან, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების ხელშეწყობა და წახალისება.
პირველ მედია ბრიფინგზე GIP-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს მედიის პოლარიზაციის შიდა და გარე მიზეზების შესახებ მათი კვლევის ძირითადი შედეგები, რომელიც ილუსტრირებულია ვიზუალურ საინფორმაციო ბარათებში (გრაფიკი 1). ბრიფინგში მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკურ პოლარიზაციაზე მომუშავე GIP-ის გარე ექსპერტებმაც, რომლებმაც თავიანთი ექსპერტული მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბრიფინგზე მონაწილეებმა დაადგინეს კორელაცია მედიის პოლარიზაციის მიზეზებსა და საკამათო „კანონის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (ზოგჯერ „რუსულ კანონს“ ან „რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს“) მიღებას შორის, რამაც უდაოდ ხელი შეუწყო პოლარიზაციის გაღრმავებას საქართველოში.
ინფოგრაფიკი 1:
მეორე მედია ბრიფინგზე GIP-ის პროექტის მენეჯერმა წარმოადგინა ძირითადი მიგნებები მედიის პოლარიზაციის მასტიმულირებელი ფაქტორების შესახებ, რომელიც ილუსტრირებულია საინფორმაციო ბარათებში (გრაფიკი 2). ამ ბრიფინგზე მოწვეულ ტელე და რადიო ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და გამოსავლის გზები მედიის პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამომრჩევლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების გზით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ინფოგრაფიკი #2