06/05/2020 magda

„ზოგი ჭირი მარგებელია“ – როგორ იყენებენ მემარჯვენე ჯგუფები კორონავირუსის გავრცელებას საქართველოში

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
06-05-2020

COVID-19-ის გავრცელება გლობალური პოლიტიკური და სოციალური, მათ შორის მემარჯვენე ჯგუფების დისკურსის მთავარი მიმართულება გახდა. პოლიტიკურ კრიზისებსა თუ სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე საპასუხოდ, მემარჯვენე აქტორები ახერხებენ პანდემიის საკუთარი განსაზღვრების დამკვიდრებას და მემარჯვენე გამრიყავი პოლიტიკის გატარებას. მსოფლიოს მასშტაბით მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები „საზოგადოების ცოდნის კრიზისის“ გამოყენებით ცდილობენ აღიარებისა და ლეგიტიმაციის მოპოვებას საზოგადოების მხრიდან[1]ამ შემთხვევაში არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან მემარჯვენე ჯგუფები როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ სივრცეში პანდემიას საკუთარი განსაზღვრებით წარმოადგენენ. ნაციონალისტურ-პოპულისტური დისკურსი საქართველოში COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად გაძლიერდა.

ამ ფონზე, წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია ის გზები, რითიც მემარჯვენე ჯგუფები მიმდინარე გლობალური გამოწვევის კონცეპტუალიზაციას ახდენენ და განხილულია, თუ როგორ ხდება პოლარიზაციის გამომწვევი ნარატივის ხელშეწყობა ნაციონალისტურ-პოპულისტური დისკურსის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევის ინტერპრეტირება მანამდე არსებული ანტი-საიმიგრაციო, ანტი-პლურალისტური, ულტრაკონსერვატული და ევროსკეპტიკური დისკურსის კონტექსტში ხდება.  ამასთან, დოკუმენტში გაანალიზებულია ის, თუ რამდენად თანმიმდევრულია სხვადასხვა იმ აქტორის ნარატივი, რომლებიც საქართველოს კონტექსტში ტერმინ – „ულტრა მემარჯვენეში“ მოიაზრება.

[1] Brubaker, Rogers.  “Why Populism?,” Theory and Society 46, no. 5 (ნოემბერი 1, 2017): 378, https://doi.org/10.1007/s11186-017-9301-7.

, , , , ,