15/02/2019 magda

განაცხადების მიღება: ტრენინგი ჟურნალისტების, რედაქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის | თბილისი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია, მოგიწვიოთ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 25-26 თებერვალს  საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტების, რედაქტორებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით.

ზოგადი ინფორმაცი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას,  სახელწოდებით – ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.

 

ვის ვეძებთ:

  • ხართ ჟურნალისტი, რედაქტორი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოში?
  • ოდესმე გაგიშუქებიათ, ან გეგმავთ გააშუქოთ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები?
  • დაინტერესებული ხართ ევროკავშირზე მეტი ინფორმაციის მიღებით?
  • გაქვთ ორი თავისუფალი დღე 25-26 თებერვალს?

 

 რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

  • გაიღრმავებთ ცოდნას სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად: ევროკავშირის მნიშვნელობაზე და მის სტრუქტურაზე; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) და მომავალი შესაძლებლობები საქართველოსთვის;
  • დაამყარებთ პირად კონტაქტებს ქართველ ექსპერტებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში.

 

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობაში ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენელ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რათა გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში და სამუშაო ენა იქნება ქართული. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 ჟურნალისტი და რედაქტორი და 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებადგთხოვთთქვენი CV და მაქსიმუმ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე[email protected]  არაუგვიანეს 19 თებერვლისა.

, , , , , , , , , ,