პროექტის ხანგრძლივობა: 11.2019 || 05.2020
სტატუსი: Ongoing
დონორი: Heinrich Boell Foundation Tbilisi Office – South Caucasus Region
ბიუჯეტი: 40,030.50 ლარი
პროექტი მიზნად ისახავს შეფასდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე თურქეთის საგარეო-პოლიტიკური მიდგომები, ასევე, ხელი შეუწყოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში თურქეთის მიმართ განვითარებული პოლიტიკურიად ინფორმირებული მიდგომებისა და მათი შედეგების შესწავლას რეგიონში ევროკავშირის გავლენაზე. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შემდეგი ამოცანების მიღწევა:
- ცოდნის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის მიმართ თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით, უკანასკნელ წლებში თურქეთში განვითარებული შიდაპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
- დისკუსიის ხელშეწყობა ახალგაზრდა მკვლევრებსა, პროფესიონალებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკისა და სამხრეთ კავკასიაზე მისი ზეგავლენის შესახებ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
- ერთი მენტორისა და ორი ახალგაზრდა მკვლევრის შერჩევა სამხრეთ კავკასიის თითოეული სახელმწიფოდან (სამი მენტორი და ექვსი მკვლევარი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან). შერჩეული მკვლევრებისთვის ერთდღიანი ტრენინგის ორგანიზება თბილისში. ექვსი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება ისეთ თემებზე, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიის მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკასთან, უკანასკნელ წლებში თურქეთში განვითარებული შიდაპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით.
- პრეზენტაციების ორგანიზება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი აუდიტორიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით. საბოლოო კონფერენციის ორგანიზება თბილისში, რომელიც 2020 წლის აპრილში ჩატარდება და სადაც კვლევის შედეგებს უფრო ფართო აუდიტორია გაეცნობა. კონფერენციას დაესწრებიან მონაწილეები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან.