პროექტის ხანგრძლივობა: 09.2016 || 12.2017
სტატუსი: Ongoing
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)
პარტნიორები: ასოცირების ხელშეკრულება, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სამოქალაქო საზოგადოება
ბიუჯეტი: 24,925 USD
აღნიშნული პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაახლოება და თანამშრომლობის გაძლიერება. კერძოდ კი, პროექტი მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.
პროექტი, აღნიშნული სამი ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოლიტიკური ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეაფასებს და მის ანგარიშს წარადგენს. ადვოკატირების მიზანი სამართლის, ანტი-კორუფციისა და ანტი-დისკრიმინაციის სფეროებში ევროკავშირის მიერ მისი აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ მომთხოვნი რეფორმების, როგორც არსებული ბერკეტის, საუკეთესოდ გამოყენებაა.
პროექტის აქტივობებია:
- საქართველოში შეკრებების ორგანიზება, მათ შორის:
- უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ექსპერტების მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება;
- საერთო ინტერესის თემებზე მრგვალი მაგიდის დისკუსიების გამართვა;
- ევროკავშირის ადვოკატირებაზე ტრენინგის ჩატარება და პოლიტიკის კრებულის გეგმის მომზადება;
- მოლდოვასა და უკრაინაში და ასევე ბრიუსელში „ფონდი ღია საზოგადოების“ ეროვნულ კოორდინატორებთან და კოლეგებთან თანამშრომლობით ერთობლივი რეგიონალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.