21-02-2022
კორნელი კაკაჩია, შოთა კაკაბაძე
უკანასკნელი თვეების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია აქტიურად აგრძელებს უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მასშტაბურ მობილიზაციას. პარალელურად კი, კრემლი დასავლეთის ქვეყნებისგან მოითხოვს მის მიერ წაყენებული მოთხოვნების მიღებას, რომელიც გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების იურიდიული გარანტიებით აღკვეთას და აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განლაგების 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ აპირებს ამ დათმობაზე წასვლას და სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტური უფლების თავად აირჩიონ საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი, გადახედვას. თუმცა, ცალკეული დასავლელი ლიდერები ხშირად მიანიშნებენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. იმას, თუ რამდენად გაუვა რუსეთის ხელისუფლებას ევროპაში მასშტაბური ომის დაწყებით შანტაჟი და რას მოიმოქმედებს დასავლეთი, პირდაპირი გავლენა ექნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ნაშრომი მიმოიხილავს, თუ რა გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს უკრაინის მიმდინარე კრიზისი და თუ რამდენად საფრთხის შემცველია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ე.წ. ფინლანდიზაცია, რომელსაც დასავლეთში შეიძლება განიხილავდნენ როგორც დეესკალაციის გზას. დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია ის ნაბიჯები რაც უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ რათა არ ჩამორჩეს მოვლენებს და რეგიონის მომავალზე შეთანხმება მისი ჩართულობის გარეშე არ მოხდეს.
საკვანძო სიტყვები: ნატო, რუსეთი, ფინლანდიზაცია, საქართველო, უკრაინა, უსაფრთხოება