04/03/2022 GIP

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე?

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:
04-03-2022

ექსპერტთა კომენტარი #20 | მარტი 2022

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ,  ავსტრალიამ, ტაივანმა, შვეიცარიამ და იაპონიამ რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესეს. რუსული პოლიტიკური ელიტის ფინანსური ანგარიშების გაყინვის და მათთვის სავიზო პოლიტიკის ცვლილების გარდა, სანქციების სამიზნეა რუსეთის უდიდესი საფინანსო და საწარმოო ინსტიტუტები, რომლებიც რუსეთის მსოფლიო საფინანსო სისტემისგან იზოლირებას და მკაცრ საექსპორტო კონტროლს ითვალისწინებენ. საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მსხვილი მოთამაშეების გათვლით, სანქციები მნიშვნელოვნად დაასუსტებს რუსეთის ფინანსურ და მრეწველობით მდგრადობას და ძირს გამოუთხრის მის აგრესიულ ამბიციებს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ თუ სხვა სახის სანქციებს იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული ეკონომიკურად დააზიანებს საქართველოს და მის მოსახლეობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებობს მაღალი რისკი, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე მაინც დააყენებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მოწვევით (GIP) ქართველმა ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:

  • რა რისკებს წარმოშობს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოს ეკონომიკისთვის?
  • რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რომ აღნიშნული რისკების მინიმალიზაცია შეძლოს?
, , , ,