06/05/2022 თეონა ზურაბაშვილი

რა განაპირობებს პარტიებში ახალგაზრდების დაწინაურებას და მათ წვდომას პარტიული პოლიტიკის შემუშავებაზე

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:
06-05-2022

თეონა ზურაბაშვილი

ბოლო პერიოდში, საქართველოში გააქტიურდა დისკუსია, რომ პოლიტიკური ელიტა ახალი სახეებით განახლებას საჭიროებს. ეს აზრი განსაკუთრებით მეინსტრიმული გახდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ,   რომელმაც ქვეყანა ხანგრძლივ პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა. პოლიტიკური პარტიების შიდასტრუქტურული განახლების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვან ფაქტორად პოლიტიკურ პარტიებში  შეჯიბრებითობის და ინკლუზიურობის დაცვის პრინციპით ახალგაზრდათა დაწინაურება  წარმოადგენდეს. პარტიებში ახალგაზრდა წევრების დაწინაურებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონტექსტში, სადაც პარტიათა მხრიდან ახალი სახეების რეკრუტირების ძირითად პრინციპს მათი მხრიდან არა პარტიული პოლიტიკის კულისებში მუშაობის გამოცდილება, არამედ პროფესიულ სფეროში არსებული წარმატება და ფინანსური რესურსი წარმოადგენს. აღნიშნული პრაქტიკა კი, უფრო მეტად აძლიერებს პარტიებში პერსონებზე დამოკიდებული პოლიტიკის წარმოებას, ვიდრე პარტიათა იდეოლოგიურ თუ პროგრამულ განვითარებას.

წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოსთვის წარდგენილი პროპორციული სიების პირველი ათეულების მიხედვით, მიმოხილულია, თუ რამდენად შეეცადნენ ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოსთვის, ლელო, ევროპული საქართველო და გირჩიმეტი თავისუფლება, ახალგაზრდა ლიდერების მეშვეობით განეახლებინათ პარტიები. ნაშრომში, ასევე, განხილულია დამატებითი ფაქტორები, რაც გამოკვეთს პარტიათა მოტივაციას  ახალგაზრდა ლიდერებთან მიმართებით – ხედავენ მათ, როგორც პოტენციურ პოლიტიკურ ლიდერებს, თუ მათი ჩართულობა პოლიტიკაში მხოლოდ პარტიათა ფასადურ გაჯანსაღებას ისახავს მიზნად.  აგრეთვე, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში მიმოხილულია ის ძირითადი გარემოებები, რაც განაპირობებენ ან ხელს უშლიან პარტიებში ახალგაზრდების დაწინაურებას და მათ წვდომას პარტიული პოლიტიკის შემუშავებაზე. ბოლოს, პოლიტიკის ნარკვევში პოლიტიკურ პარტიებში ახალგაზრდების როლის გაზრდისა და, ამ ფონზე, პარტიათა შიდა დემოკრატიის განვითარების მიზნით შეთავაზებულია რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:  პარტიები, ახალგაზრდა ლიდერები, შიდაპარტიული დემოკრატია

 

პოლიტიკის ნარკვევი #41 | მაისი 2022

, , , ,