22/02/2021 keta

ევროკავშირისა და საქართველოს მიერ დასახული 20 მიზანი 2020 წლისთვის: რამდენად უფრო ძლიერია ქართული ეკონომიკა დღეს?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
22-02-2021

2016 წელს, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სახელმწიფოები ამბიციურ დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, რომელიც 2020 წლისთვის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღნიშნულ დღის წესრიგზე დაყრდნობით, საქართველომ შეიმუშავა ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო და 2020 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევის მიმართულებით ძირითადად დადებითი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკაში განსახორციელებლად საჭირო ფუნქციური გარემო ჯერ კიდევ სუსტია და საქართველო ბოლომდე ვერ ახერხებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზების პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას. შედეგად, მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ფორმატში, ასევე ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სახით, ქვეყნის ეკონომიკა კვლავ დგას რიგი სისტემური პრობლემების წინაშე და რეგიონული და გლობალური შოკების მიმართ მოწყვლადი რჩება. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს 2020 წლისთვის საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით და წარადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს საქართველოსა და ევროკავშირისთვის.

, , , , , ,