Authors

26/05/2021 ბიძინა ლებანიძე

პარტიული პოლიტიკის რადიკალიზაცია საქართველოში: გრძელვადიანი სტაბილურობის ძიებაში

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-05-26 14:26:24

ბიძინა ლებანიძე

არჩევნების შემდგომ განვითარებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომ პოლიტიკური რადიკალიზაცია ქართული მყიფე დემოკრატიისათვის მთავარი გამოწვევაა. პოლიტიკური რადიკალიზაცია აფერხებს საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს და ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რადგან ხელს უწყობს  პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის უნდობლობას, ამომრჩეველთა პოლიტიკური პროცესიდან გამოთიშვას, პოლიტიკური ნდობის პოლარიზაციასა და ზოგადად, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობას. პოლიტიკური ნდობის პოლარიზაცია და საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების – პირველ რიგში, სასამართლოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) – პოლიტიკური ლეგიტიმაციის ნაკლებობა ქვეყანას, ასევე, კრიზისის დროს ეფექტიანი მედიაციის  ფუნქციის მქონე ინსტიტუტების გარეშე ტოვებს, რასაც საგარეო მედიაციის მცდელობები სრულად ვერ ჩაანაცვლებს. შესაბამისად, ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისისათვის რჩება სივრცე. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციის გადაჭრის ორი, გრძელვადიანი და ვრცელი გზა: ინსტიტუციური და საზოგადოებრივი. ინსტიტუციური თვალსაზრისით, პოლიტიკური განმუხტვის პროცესში საკვანძო ინსტიტუტების – სასამართლოებისა და ცესკოს – ინსტიტუციური რეფორმირება და დამახასიათებელი პოლიტიკური მიკერძოებისაგან მათი გათავისუფლება უნდა მოხდეს. საზოგადოებისთვის კი, აღნიშნული და სხვა საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაცია უნდა გაუმჯობესდეს, რამდენადაც საზოგადოების აღქმები საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და პოლიტიკური რადიკალიზაციის გადალახვისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

პოლიტიკის ნარკვევი #34 | მაისი 2021

, , , , , , , ,