გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2017-03-27 13:06:19
2017-03-27 13:06:19
ტეგები:
ევროპაში იდენტობის უდიდესი კრიზისის ფონზე, ევროკავშირი, ერთი მხრივ, ზეიმობს, მეორე მხრივ კი გლოვობს რომის ხელშეკრულებების მესამოცე წლისთავს. 2017 წლის 25 მარტს სახელმწიფოებისა თუ მთავრობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ინსტიტუტების პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს რომის სამიტზე, რათა მიეღოთ დეკლარაცია ევროპის მომავალზე– მომავალზე, რომელიც ამჟამად გაურკვეველია.
ამჟამად, საყოველთაო ყურადღება მიპყრობილია საფრანგეთის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისკენ, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს დარჩება „ბრექსიტი“ უნიკალურ შემთხვევად („sui generis“) თუ შექმნის პრეცედენტს, რომლისაც ასე ეშინიათ ევროპის გულშემატკივრებს. საფრანგეთი ერთ თვეში, ან გერმანია – სექტემბერში, ფედერალური არჩევნების შედეგებით გადაწყვეტს ევროკავშირის ბედს.