20/04/2018 magda

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა

Authors


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2018-04-20 23:14:33
მარიამ გრიგალაშვილი
მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების ერთი წლის თავზე, ვიზალიბერალიზაციის თემა კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მთავარი გამოწვევა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხეს უკავშირდება, რომელიც უკვე გაჟღერდა ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მიერ. ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში თავშესაფრის მსურველთა რიცხვის ზრდამ, კრიმინალის დონის მატებამ და ამ დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობამ განაპირობა. ვიზალიბერალიზაციის გადახედვის ინიციატორი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროები პროცესში მთავარ არგუმენტად ქართული კრიმინალური ჯგუფების საქმიანობას ასახელებენ.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, გააანალიზოს რამდენად დგას საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა ის სტატისტიკა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ჯგუფებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განმაპირობებელ ფაქტორად მოჰყავთ. დოკუმენტი ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს მთავრობისთვის, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა საქართველო არ დადგეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის წინაშე.

, , , , , , ,