2017-03-23 12:50:26
„ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმას, თუ რამდენად ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს მარინ ლე პენს. მისი გამარჯვების შანსი ძალიან დიდი და სერიოზულია“
რეჟის ჟანტე ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც 2002 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის თემატიკაზე მუშაობს. იგი წერს სტატიებს ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა Le Figaro და Radio France Internationale. ასევე, ის არის ორი წიგნის ავტორი: „მოგზაურობა აფხაზების ქვეყანაში“ (Voyage au pays des Abkhazes (2011)) და „პუტინი და კავკასია“ (Poutine et le Caucase (2014)).
ბატონი ჟანტე დიდი სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუს და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის დებატებში საქართველოს მნიშვნელობასა და მის ადგილზე ისაუბრა. მან ასევე, შემოგვთავაზა საკუთარი ხედვები საფრანგეთში წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის შესაძლო შედეგებზე თავად საფრანგეთსა და საქართველოზე.