2022-06-01 08:49:47
წლების განმავლობაში, წარუმატებლობასა და გასაჭირში საქართველო და უკრაინა მოძმე ერები იყვნენ. თბილისსა და კიევს შორის მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების ტრადიციის გათვალისწინებით ქართველები რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ შეშფოთებით ადევნებენ თვალს და უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისთვის საკუთარ ბედს ამსგავსებენ. თუმცა, ამ განწყობების მიუხედავად, საქართველოს ურთიერთობები მის სტრატეგიულ პარტნიორთან შესამჩნევად დაიძაბა, რაც მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. რუსეთის შეჭრის დღიდან საქართველოს მთავრობას დამსახურებულად აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ შორის, უკრაინაც, არათანმიმდევრული მხარდაჭერისა და წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო. ამას გარდა, ქართული და უკრაინული პოლიტიკური ელიტები მიმართავენ კონფრონტაციულ რიტორიკასა და ურთიერთბრალდების სტრატეგიას.
2022 წლის 16 აპრილს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინული ვიზიტის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ „გაუგებრობები“ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის მოგვარდებოდა. თუმცა, ეს არ მოხდა და დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის გრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მოწვევით უკრაინელმა, კანადელმა და ქართველმა ექსპერტებმა უპასუხეს შემდეგ ორ კითხვას:
- რა უშლის ხელს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების წარმართვას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე?
- რა უნდა გაკეთდეს თბილისსა და კიევს შორის ბოლო დროს განსაკუთრებით გაციებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის?
ექსპერტთა კომენტარი #21 | ივნისი 2022