22-05-2020
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოპულიზმის მომძლავრებას სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში თან ახლავს ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა. პოპულიზმისა და ევროსკეპტიციზმის ტანდემი, როგორც მას ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს,[2] წინააღმდეგობაშია ლიბერალურ-დემოკრატიულ ნორმებთან და შესაძლოა, პოლიტიკურ სისტემაში პარტიული კონკურენციის დინამიკის ცვლილებაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კონსტიტუციით არის გამყარებული, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად არის ქართული პოპულიზმი დაკავშირებული ევროსკეპტიციზმთან.
წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი მიზნად ისახავს პოპულიზმისა და ევროსკეპტიციზმის თანაკვეთის განსაზღვრას თანამედროვე საქართველოში. კვლევის მიგნებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პოპულიზმი საქართველოში სრულად ევროსკეპტიკური არ არის. თუმცა, მემარჯვენე პოპულიზმი და ევროსკეპტიკური განწყობები, როგორც ჩანს, მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მართლაც, პოპულიზმისა და მემარჯვენე ნაციონალიზმის კომბინაციას, როგორც წესი, თან ევროსკეპტიციზმიც ახლავს.
[1] გივი სილაგაძე არის პოლიტიკის უმცროსი ანალიტიკოსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში (GIP).
[2] Kneuer, M. 2017. “The tandem of populism and Euroscepticism: a comparative perspective in the light of the European crises”. Contemporary Social Science. 14(1): 26-42