2021-11-01 18:47:02
Author
მარგარეტ ჩეპმენი
ინტერვიუს უძღვება მარგარეტ ჩეპმენი, GIP-ის სტაჟიორი
„საქართველომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა, რომელშიც საზოგადოების ფართო სპექტრი იქნება ჩართული. მთავრობის მოკლევადიანი ინტერესების ნაცვლად, ქვეყანაში რუსეთის გვერდით არსებობის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების გამკლავებისთვის შესაბამისი პროგრამები ღრმად უნდა იყოს გააზრებული.“
როი ალისონი არის რუსული და ევრაზიული საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და რუსული და ევრაზიული კვლევების ცენტრის (RESC) დირექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. ამ პოსტის დაკავებამდე ის კითხულობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკის სკოლაში. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ის გახდა ESRC პოსტ-სადოქტორო კვლევითი პროექტის მკვლევარი წმ. ენტონის კოლეჯში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ის იყო ლექტორი და უფროსი ლექტორი ბირმინგემის უნივერსიტეტის რუსული და აღმოსავლეთევროპული კვლევების ცენტრში (1987-99) და რუსეთის და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში (ჩეთჰემ ჰაუსი) (1993-2005). 2001-2005 წლებში იყო, ასევე, უფროსი მკვლევარი საერთაშორისო კვლევების ცენტრში ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. ის, ასევე, მუშაობდა, სპეციალისტ მრჩევლად თემთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში, თავდაცვის კომიტეტში და ლორდთა პალატის ევროკავშირის კომიტეტში.
პროფესორ ალისონის კვლევა ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე, საერთაშორისო სამართალზე, რუსეთის, უკრაინის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. დოქტ. ალისონი აგრძელებს საკუთარ დისკურსზე მუშაობას ამ თემების გარშემო და გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მათ შორის, ფართოდ აღიარებული წიგნი „რუსეთი, დასავლეთი და სამხედრო ინტერვენცია“ (2013). მისი ფართო ინტერესები მოიცავს რეგიონულ კონფლიქტებს, რეგიონალიზმს, საერთაშორისო ნორმებს და საგარეო პოლიტიკის ანალიზს.
GIP-ს ჰქონდა პატივი, ჩაეტარებინა ინტერვიუ პროფესორ ალისონთან, რომლის ფარგლებშიც, მან უპასუხა კითხვებს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებთან და ისეთ აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა აშშ-ის მიერ ავღანეთის დატოვება. ინტერვიუს დროს, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საერთაშორისო სისტემაში საქართველოს პოზიციონირების სხვადასხვა ასპექტებზე, განსაკუთრებით კი, ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, და საზოგადოებას შესთავაზა სიღრმისეული ანალიზი პატარა სახელმწიფოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების დილემის და მისი გავლენის თაობაზე.
ექსპერტ ინტერვიუ #10, ნოემბერი 2021