30/01/2018 magda

დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: დასავლეთის პოლიტიკური სტანდარტები და მათი ზეგავლენა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2018-01-30 22:32:26

დასავლეთში არსებული მოლოდინების მიუხედავად, დემოკრატიის გარედან ხელშეწყობამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სახელმწიფოების დიდ ნაწილში ხელშესახები შედეგები ვერ მოიტანა, თუმცა საქართველო ამ ტენდენციის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლიისია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, შავი ზღვის აუზის ქვეყანამ წინ წაიწია როგორც კარგი, ისე დემოკრატიული მმართველობის კუთხით და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ქვეყანამ არაერთ დემოკრატიულ გარღვევას მიაღწია, რამაც, შედეგად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი აამაღლა. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევში განხილულია, თუ რამდენად აყალიბებს საქართველოში დემოკრატიის პროცესს დემოკრატიული პირობითობა – დემოკრატიის ხელშეწყობის უმთავრესი მექანიზმი, რომელსაც აშშ და ევროკავშირი (რომლებიც პოლიტიკის ნარკვევში მოხსენიებულნი არიან, როგორც „დასავლეთი“) იყენებს; გაანალიზებულია ბოლო ათწლეულის ტენდენციები და წარმოდგენილია რეკომენდაციები ერთი მხრივ დემოკრატიის ხელშემწყობი გარე აქტორებისთვის, თუ როგორ არის შესაძლებელი პირობითობაზე დაფუძნებული სტრატეგიის გაუმჯობესება საქართველოში და, მეორე მხრივ, საქართველოს მმართველი და ოპოზიციური პარტიებისთვის, თუ როგორ შეიძლება დემოკრატიზაციის გარე წნეხთან გამკლავება.

, , , , , , , ,