Author

05/10/2022 თეონა ზურაბაშვილი

შეუსრულებელი მისიის პირისპირ: პარტიათაშორისი თანამშრომლობის დილემები და შესაძლო რისკები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2022-10-05 09:29:26

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო მეტად აშკარა გახდა, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო კონსენსუსზე დამყარებული პოლიტიკის და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების გარეშე ე.წ შესაძლებლობათა ფანჯრით ვერ ისარგებლებს და ევროპული ინტეგრაციის მხრივ პროგრესს მარტივად ვერ მიაღწევს.  ახალმა მოცემულობამ კი,  ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის საჭიროება; თუმცა, პოლიტიკური კლასი ამჯერადაც არ აღმოჩნდა მზად, კონსტრუქციულ რეჟიმში ემუშავა რეკომენდაციებით განსაზღვრულ სფეროთა რეფორმირებაზე. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების მოლოდინით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ქვეყნის ევროპული ამბიციების რეალობად ქცევა პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზითაა შესაძლებელი  (Radio Liberty 2022ა, Netgazeti 2022ა),  მთავრობის მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში  საპარლამენტო ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობს (Radio Liberty 2022ბ). ქვეყანაში რეფორმების იმპლემენტაციისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არ არსებობის არგუმენტით არასაპარლამენტო ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია (Interpresnews 2022, Formulanews 2022ა, Mtavari TV 2022). ანალოგიური მიზეზით, საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ასევე  უარი თქვა, დასწრებოდა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და რეფორმების შესრულების დამოუკიდებლად შემუშავებული გეგმა წარმოადგინა (Civil ge 2022), ხოლო, ელექტორალურად ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნები დაანონსა (Interpresnews 2022). ამ ფონზე კი, მმართველი პარტიის მხრიდან, რომელთა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით გულწრფელ მისწრაფებებთან დაკავშირებით მოქალაქეებში სერიოზული კითხვები არსებობს  (NDI 2022),  ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრის მისამართით უფრო და უფრო ხშირად ისმის ბრალდებები ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობასთან დაკავშირებით (Adjara TV 2022).

მაშინ, როდესაც რამდენიმე თვე რჩება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, არსებულ ვითარებას ჩიხში შეჰყავს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და იქმნება საშიშროება, რომ პოლიტიკურმა კლასმა ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ვერ შეასრულოს. შესაბამისად,  მოცემული პოლიტიკური მემორანდუმის მიზანია, გაანალიზოს პოლიტიკურ კლასს შორის თანამშრომლობის დილემები და მასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

პოლიტიკის მემორანდუმი #59 | ოქტომბერი 2022

, , , , , , , ,