28/10/2018 magda

ევროპის პოლიტიკური პარტიების ფედერაციებში ქართული პარტიების სოციალიზაციის ეფექტები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2018-10-28 10:34:56

ფუნქციონირებადი პარტიული პოლიტიკის სისტემის მშენებლობა კომპლექსური პროცესია, რომელზეც რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. თავის მხრივ, პარტიული პოლიტიკის ბუნებასაც აქვს დემოკრატიზაციის პროცესის ფორმირებაზე გავლენა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების სისტემის სათანადო საფუძვლის გარეშე წარმოუდგენელია, საქართველომ კონსოლიდირებულ დემოკრატიას მიაღწიოს. წინამდებარე ნაშრომი ფოკუსირდება ქართულ პარტიულ პოლიტიკაზე და იმაზე, თუ ევროპული პარტიების ფედერაციებთან (შემდგომში „ევროპარტიები“) ურთიერთობა რა გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ პარტიებზე.კვლევის მიზანი ქართულ პარტიებსა და ევროპარტიებს შორის კავშირების გაანალიზებაა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კითხვას: ევროპარტიებთან პარტნიორობა გავლენას ახდენს თუ არა ქართული პარტიების პოლიტიკური პლატფორმების და ქვეყანაში ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის საკითხების დღის წესრიგების ფორმირებასა ან განვითარებაზე და როგორ? აგრეთვე, წინამდებარე ნაშრომი, იკვლევს თუ რამდენად აქვთ ქართულ პარტიებს თანმიმდევრული პოლიტიკური დღის წესრიგი, რათა ისინი ევროპის დონეზე წაახალისონ და რამდენად იქცევიან ისინი ასე.

, , , , ,