01/11/2024 GIP

GIP-იმ უმასპინძლა REUNIR-ის ვებინარს საქართველოს გადამწყვეტი არჩევნების შედეგებზე: რა იქნება შემდეგ?

30 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უმასპინძლა REUNIR- ის ვებინარს „საქართველოს გადამწყვეტი არჩევნების შედეგები: რა იქნება შემდეგ?”

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი გადაწყვეტილება ხმის მიცემით დააფიქსირეს. მიუხედავად ფართო უკმაყოფილებისა მმართველი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმართ, რომელმაც საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დააშორა და ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების საჩივრებისა, არჩევნების შედეგები 54%-ით „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოცხადდა.

როგორც ოპოზიციამ, ისე მმართველმა პარტიამ აღნიშნულ არჩევნებს „რეფერენდუმი“ უწოდა, რადგან ეს არჩევნები გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდეს გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და საგარეო პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ამ კენჭისყრის ფონზე ის კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. მმართველი ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული ტენდენციები ახლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული სისტემის დარჩენილ ნაწილს და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ თავდასხმებზე.

დისკუსიის მოდერატორი იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რენატა სკარჯუტე-კერესელიძე. პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ ექსპერტები, რომლებიც დიდი ხანია აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს: ბიძინა ლებანიძე (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), ჯული ჯორჯი (ქუინს კოლეჯი), სტეფან მეისტერი (გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო) და ნონა მიხელიძე (საერთაშორისო ურთერთობათა ინსტიტუტი).

ღონისძიება REUNIR პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  REUNIR პროექტმა მიიღო დაფინანსება ევროკავშირის ჰორიზონტ ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამიდან საგრანტო ხელშეკრულების № 101132446 ფარგლებში.

 

, , , , ,