განაცხადების მიღება ახალგაზრდების თვითმმართველობაში მონაწილეობაზე და საჯარო სერვისების შეფასების პროგრამაზე დაიწყო!
სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სამცხე-ჯავახეთი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აცხადებს შიდა ქართლში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების განაცხადების მიღებას ტრენინგ-პროგრამაზე – ახალგაზრდების თვითმმართველობაში მონაწილეობის ფორმები და მათზე მორგებული საჯარო სერვისების შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ევროკავშირისა (EU) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფინანსური მხარდაჭერით პროექტ “ახალგაზრდებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
პროექტის პირველ ეტაპეზე ჩატარდა საჭიროების კვლევა, ხოლო მეორე ეტაპზე იგეგმება ტრენინგი ახალგაზრდებისთვის. ორდღიან ტრენინგ-პროგრამისთვის შიდა ქართლიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან შეირჩევა 20-20 ახალგაზრდა, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა მოწყვლადი ახალგაზრდები. ტრენინგები ჩატარდება გორში, ბათუმსა და ახალქალაქში/ახალციხეში. რეგიონის სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან შიდა ტრანსპორტირების ხარჯი უზრუნველყოფილია GIP-ის მიერ. პროგრამის სამუშაო ენა იქნება ქართული, ხოლო ეთნიკურად სომეხი უმცირესობებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სომხურად თარგმნა. ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
დღე 1: თეორიული ნაწილი
- ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების მონაწილეობის ფორმები და შესაძლებლობები.
- ახალგაზრდებზე მორგებული საჯარო სერვისები და მათზე ორიენტირებული პროგრამების ბიუჯეტირება.
დღე 2: პრაქტიკური ნაწილი
- საჯარო სერვისების შეფასების მექანიზმები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები.
- სიმულაციური თამაში სერვისების შეფასების მექანიზმის შემუშავების მიზნით.
სტაჟირების პროგრამისთვის შერჩეულ მონაწილეებს გადაეცემათ სტიპენდია ადგილობრივ თვითმართველობებში, ადგილობრივ მედიაში, თუ არასამთავრობო სექტორში ერთთვიანი სტაჟირების/პრაქტიკის გასავლელად. Გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა რეგიონალურ ახალგაზრდულ ფორუმებში ბათუმში, ახალციხეში/ახალქალაქში, გორში.
პროგრამის მონაწილეების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება:
- 18-30 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან;
- ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობის გამოცდილება ან/და სურვილი.
პროგრამა ხელმისაწვდომია:
- შიდა ქართლში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქალაქებიდან, სოფლებიდან, დაბებიდან;
- უმცირესობების წარმომადგენლებისთვის;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;
- იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
- ეკომიგრანტებისთვის.
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა საჭიროა შეავსონ, მოცემული განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/7SmvU5d9T68moqXN6
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 თებერვლის 23:59 საათი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პროგრამის სრული განრიგი:
- 2024 წლის 22 თებერვალი: აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა
- 2024 წლის 22-28 თებერვალი: მონაწილეების შერჩევა და მათთან შეტყობინების გაგზავნა
- 2024 წლის მარტი: 2 დღიანი ტრენინგები გორში, ბათუმში და ახალქალაქში/ახალციხეში
- 2024 წლის აპრილი: სტაჟირებისთის სტიპენდიების გადაცემა საუკეთესო 2-2 მონაწილეებისთვის თითო რეგიონიდან
- 2024 წლის მაისი: ახალგაზრდული ფორუმები გორში, ბათუმში და ახალციხეში/ახალქალაქში.