© Photo Credit: Dato Koridze
საქართველოში არსებული კონსტიტუციური კრიზისი ყველაზე მეტად დროის საკითხია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყოველ ღამე, ქართველები გამოდიან ქუჩაში და თამამად, შემოქმედებითად და უწყვეტად აპროტესტებენ მმართველი პარტიის- „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას, როგორც საარჩევნო, ისე კონსტიტუციური ნიშნით, რათა დაადასტურონ გასული მეოთხედი საუკუნის ეროვნული კონსენსუსი- როგორც გარდაცვლილმა ზურაბ ჟვანიამ თქვა- „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქციის მონაწილეების გვერდით დგას, როგორც წესი- უნდა გადადგეს 29 დეკემბერს, მისი ვადის ამოწურვისას, მაგრამ მან განაცხადა, რომ გზას არ დაუთმობს პარლამენტის მიერ არჩეულ მემკვიდრეს თუკი მათი ლეგიტიმაცია ქვეყნის სამართავად არ დადგინდება ახალი არჩევნებით.
ბოლო ათეული წლის განმავლობაში მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ქართული პოლიტიკაზე, მმართველი პარტიის- „ქართული ოცნების“ გავლით კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლებაზე, სასამართლო სისტემაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაიცვას საკუთარი ფინანსური ინტერესები, რომლებიც თანხვედრაში მოდის რუსეთის-სწორედ იმ ქვეყნის ინტერესებთან, სადაც მან აღნიშნული ქონება შექმნა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის დასკვნის მიხედვით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გამოეხატათ თავიანთი ნება კენჭისყრის გზით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების, პრეზიდენტი ზურაბიშვილისა და ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მხრიდან იყო მოწოდებები ახალი არჩევნების შესახებ, მთავრობამ ამჯობინა ანგარიშის დასკვნების უგულებელყოფა, რათა ასე გაეცხადებინათ თავიანთი გამარჯვება. საპროტესტო აქციების საყოველთაოდ ცნობილი, ეროვნული ენერგია წარმოადგენს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგს იმის შესახებ, რომ ისინი შეწყვეტენ სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შემოთავაზებიდან წევრობის მოპოვებამდე 2028 ან 2030 წლამდე. მთავრობამ აირჩია იმ რეფორმების უგულებელყოფა, რაც საქართველოს ევროკავშირში მიღების წინაპირობა იყო. „დეპოლარიზაციის“ მიღწევის კონტექსტში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის მიღება, რომელიც დასავლეთის, აქამდე სტრატეგიული მოკავშირეების, მიერ შიდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას განიხილავს სახელმწიფო საფრთხედ. ასევე, მათ გააჟღერეს თავიანთი განზრახვა ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვასა და მართლმადიდებლური ეკლესიის ყოველგვარი კრიტიკის აკრძალვის შესახებ, რომელიც ხშირად მხარს უჭერს მთავრობის მემარჯვენე შეხედულებებს სოციალურ საკითხებზე.
2012 წელს ივანიშვილის წარმატებული კამპანიის დროს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, ივანიშვილი თავს დაესხა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც მოქმედი ხელისუფლების აგენტებს და რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლად გამოაცხადა მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა. ყველა ეს ქმედება წინასწარმეტყველებდა დღეს მიმდინარე კრიზისს.
ივანიშვილმა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, კონკრეტული პირები ბერკეტის სახით გამოიყენა მისი ოპონენტებისა და ლგბტქ თემის წინააღმდეგ ძალადობაში ჩასართავად; 2013 წლის აპრილში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე კონტროლის აღების შემდეგ ის შეეცდებოდა შეექმნა „კონსტრუქციული და მისაღები“ ოპოზიცია, მაშინ როცა მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის მხარდამჭერებისგან ეტაპობრივად აითვისეს ეროვნული ტელემაუწყებლებისა და სასამართლო სისტემის კონტროლი. რაც ყველაზე საინტერესოა, ივანიშვილი თანამდებობაზე დარჩა სააკაშვილის უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე, 2013 წლის ბოლომდე, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა რამდენიმე დღით ადრე, სანამ მისი ხელმოწერა აუცილებელი იქნებოდა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებისთვის საქართველოსთან.
2013 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არ ეკავა საჯარო თანამდებობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მმართველი პარტია არასოდეს უარყოფდა მის გავლენას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, ხოლო საერთაშორისო პილიგრიმებმა მის სასახლეში დაადასტურა ეს არაფორმალური გაგება მაშინაც კი, როცა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა მის ლეიტენანტებთან გაგრძელდა. ივანიშვილისა და მისი მთავრობის თავდასხმებმს ლგბტქ თემსა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ მოჰყოლია მნიშვნელოვნად დაგმობა ევროპისა და შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რამაც უბიძგა კიდეც მათ თავიანთი თავდასხმების ესკალაციისკენ, განსაკუთრებით უკრაინის მაიდანისა და შემდგომში, რუსეთის ყირიმსა და დონბასში პირველად შეჭრის შემდეგ, 2014 წელს. შესაძლოა, ივანიშვილმა ვერ დაინახა უარყოფითი მხარე ვერც იმაში, რომ მის მფლობელობაში არსებულმა ბანკმა,ყველა სესხის მიმღები გაათავისუფლა ვალდებულებიდან 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ივანიშვილისგან მოწონებული და შემდეგში- არადამაკმაყოფილებელი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებამდე.
2020 წლის დასაწყისში, როდესაც ივანიშვილმა აიძულა შეერთებულმა შტატები, საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე საგარეო სამსახურის ოფიცერი ჩაენაცვლებინათ რეგიონში გამოცდილების არმქონე ოფიცრით, დასავლელი პარტნიორების მიმართ მტრობა ექსპონენტურად გაიზარდა. ელჩს შემდგომში მწარედ დასცინოდნენ მის ვადაზე მმართველი პარტიის წევრები, რაც დაიწყო მისი შედარებით რბილი კრიტიკით ხელისუფლების ტაქტიკური თავდასხმის მიმართ მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაზე.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის მეორე შეჭრის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობა ცდილობდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას. მთავრობამ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ევროპაში, აშშ-ში და სხვა დამოუკიდებელი კრიტიკოსები არიან „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი, რომელიც შედგება მასონებისგან და სხვა სახელის არმქონე პირებისგან. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმის გათვალისწინებით, რომ 250 000 რუსი საქართველოში ემიგრაციაში იმყოფება. გამოთქმული შიში, რომ აქამდე სტრატეგიულ პარტნიორებს სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში, ემსახურება „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის საფუძველს და დაპირებას იმის შესახებ, რომ მთავრობა აკრძალავდა ყველა ოპოზიციურ პარტიას.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებების გათვალისწინებით, რომ უკრაინაში შეჭრა ნაწილობრივ ეფუძნებოდა ეთნიკურად რუსების დევნისგან დაცვას და იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ პუტინი უკვე ერთხელ შემოიჭრა საქართველოში, არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ თუ რუსეთს აღარ მოუწევს შეიარაღებული ძალების გამოყენება უკრაინასთან ბრძოლაში, ისევ საქართველო იქნება შემდეგი.
წამზომი ჩართულია. საქართველოს ქუჩებში გამოსული მოქალაქეების თავდადება დემოკრატიისთვის ბრძოლაში უდავოა, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დასავლეთიდან მომავალი აკრძალვების უპირობო სიმყარე.
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ საბოლოოდ დააწესა სანქციები არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ საბოლოოდ ივანიშვილის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგაც, ევროკავშირს მოუწევს გასცდეს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მხოლოდ მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებას, რათა არსებობდეს ერთიანი ფრონტი, რამაც შეიძლება განაპირობოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეფერხება.
ერთ თვეზე ნაკლებ დროში, დონალდ ტრამპმა, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომს “პირველივე დღეს” შეწყვეტს, არაერთხელ გამოხატა აღტაცება პუტინის მიმართ, დაეთანხმა ივანიშვილის შეშფოთებას იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა ელჩი 2020 წელს, ასევე ის პირადად დუმდა საქართველოს შესახებ. კითხვა იმის შესახებ, გააუქმებს თუ არა ის ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციებს, იდგება ევროკავშირთან ერთად და პუტინის წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი თავისუფლება საპასუხოდ, მაშინ როცა ომი დასრულდება უკრაინაში, პასუხგაუცემელი რჩება.
ლუის ნავარო
ლუის ნავარო იყო ჯო ბაიდენის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და აშშ-ის სენატის ბოლო შტაბის უფროსი. ის იყო NDI-ის მუდმივი დირექტორი საქართველოში 2009-2014 წლებში და ამჟამად არის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის თანამშრომელი.