
სალომე ალანია
პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის მაგისტრი, ჰამბურგის უნივერსიტეტი
საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ მოქმედებს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამის ნაცვლად, იგი საკუთარი თავის დაცვაზე ორიენტირებული დღის წესრიგით ხელმძღვანელობს, რომელიც მმართველი ელიტის ინტერესების დაცვას ემსახურება.
ავტორიტარიზმისა და ანტიევროპული განწყობების გაძლიერების საფრთხე, ნათლად აჩვენებს საქართველოს პოლიტიკის კონფლიქტურ ბუნებას, სადაც მმართველი რეჟიმი თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული, ხოლო ოპოზიცია ფრაგმენტირებულია, თუმცა ამბიციური. მათ შორის კი მოქცეულია პროევროპული, რეფორმებზე ორიენტირებული საზოგადოება.
„რუსული კანონისა“ და 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეები, უფრო დიდია ვიდრე ოდესმე. ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი გზაგასაყარის წინაშე დგას და პოლიტიკური კრიზისების განმეორებად ციკლშია ჩარჩენილი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე ათწლეულებია გრძელდება. რეფორმების მოლოდინს, უფრო ხშირად მოჰყვება იმედგაცრუება და პროტესტი, ვიდრე მდგრადი დემოკრატიული ცვლილება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები უკვე 80 დღეზე მეტია მიმდინარეობს. ასობით ახალგაზრდა, ჟურნალისტი და აქტივისტი დააპატიმრეს, ეს პროცესი კი დღემდე მიმდინარეობს. ამ მოვლენების პარალელურად, პარლამენტი იღებს დრაკონულ კანონებს, რაც პროტესტის სივრცეს ყოველდღიურად, კიდევ უფრო ზღუდავს. საქართველოში კონსენსუსის მიღწევა, იშვიათი ფენომენია, თუმცა, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (82.1%) თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 64%-იც კი ეთანხმება ამ მოსაზრებას. თუმცა, საპროტესტო ტალღა ჯერჯერობით ვერ გადაიზარდა სტრუქტურულ პოლიტიკურ პროცესში, შესაბანმისად ბუნდოვანია მისი გრძელვადიან სტრატეგიად გადაქცევის შესაძლებლობა.
იმედისა და აპათიის მონაცვლეობამ, რაც ასევე გავლენას ახდნეს დემონსტრატნების განწყობაზე, ერთ დროს ყველზე მნიშვნელოვანი კითხვები – სად არიან პოლიტიკოსები? რა იქნება შემდეგ? იციან კი, რა უნდა გააკეთონ? – ნელ-ნელა გააფერმკრთალა მიმდინარე დღის წესრიგში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რეალური და მდგრადი ცვლილება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს: ეკონომიკური ზეწოლა (მაგალითად, გაფიცვები) და სამოქალაქო მობილიზაცია. ადგილობრივი ძალისხმევა გადამწყვეტია არსებითი ცვლილებების განსახორციელებლად. ეს ბლოგი მიმოიხილავს, თუ რატომ ვერ გარდაიქმნება პროტესტის ენერგია პოლიტიკურ სტრატეგიად, რომელიც შექმნიდა ანგარიშვალდებულ პოლიტიკურ მომავალს.
პროტესტის პოლიტიკურ სტრატეგიად გარდაქმნის სირთულეები
ოპოზიციას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ახალგაზრდებსა (18-34) და თბილისში მცხოვრებ მოსახლეობაში აქვს. თუმცა, ამომრჩევლების ეს კატეგორია დამატებით დარწმუნებას აღარ საჭიროებს – მათი არჩევანი გაკეთებულია, არა კონკრეტული ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ოპოზიციური ძალები ვერ აწვდენენ ხმას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, საჯარო სექტორის თანამშრომლებს და შრომის ბაზრის მიღმა დარჩენილ პირებს, რაც რურალურ და ურბანულ დასახლებებს შორის უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს. ქვყენის წინაშე არსებული რისკები ძალიან მაღალია, შესაბამისად აუცილებელია გაერთიანებული ძალისხმევა ამ უფსკრულის გადასალახად.
*კავკასიის ბარომეტრი 2024 საქართველო, CRRC
დედაქალაქის მიღმა ადამიანების საჭიროებების გაუთვალისწინებლობა
ოპოზიციური პარტიების უმეტესობა რეგიონებში მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებს სათანადოდ არ ეხება. ნაკლები ყურადღება ეთმობა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისებს, რაც ამომრჩევლებს ოპოზიციისგან კიდევ უფრო აუცხოებს. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ აქტიურად იყენებს პროპაგანდისტულ ნარატივებს, სოფლად მცხოვრები ადამიანების მოსაზრებების ფორმირებისთვის. გარდა ამისა, უბრალოდ „ევროპული მომავლის დაცვა“, ურბანულ ცენტრებს მიღმა, ადამინებისთვის ნაკლებად გასაგები და ხელშესახებია. პოლიტიკურმა პარტიებმა, მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონებში, ჩართულობის და აქტიური მოქალაქეობის შესაძლებლობა უნდა მისცენ, რათა მათ მოახერხონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პარტიების ქმედების არეალი, ძირითადად თბილისის ქუჩებითა და რამდენიმე დიდ ქალაქით შემოიფარგლება.
წარმატების მისაღწევად, პოლიტიკური დღის წესრიგი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განივრცოს და მოიცვას საზოგადოების ჩუმი (მარგინალური) ნაწილი, რაც უზრუნველყოფს მათ მდგრად საჯარო ჩართულობას (თაუნჰოლების, პეტიციების, რეგიონებში პირისპირ შეხვედრების გზით). ამ ეტაპზე, საპროტესტო მოძრაობას უჭირს გაფართოება, მასობრივად გავრცელებული უკმაყოფილების კაპიტალიზება და ვერ ახერხებს პასიური სოციალური ჯგუფების პროცესებში ჩართვას.
მკაფიო და მდგარდი გზავნილების არარსებობა
მიუხედავად იმისა, რომ მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველებისთვის პოზიტიური ფაქტორია, ბევრი მიიჩნევს რომ აუცილებელია შიდა პოლიტიკურ პროცესში, მოთხოვნების, მკაფიო და მიმზიდველ, გრძელვადიან პოლიტიკურ ხედვაში გადაზრდა. მედიაში გაკეთებული განცხადებების მიღმა, პოლიტიკური ხედვის არარსებობა, აფერხებს ოპოზიციური მოძრაობის უნარს, უზრუნველყოს მდგრადობა და სანდოობა.
აუცილებელია, კონკრეტული გზამკვლევი, რომელიც განსაზღვრავს საპროტესტო აქციების შემდგომ ნაბიჯებს – ვინ მართავს/ვინ იქნება ლიდერი, როგორ შეიცვლება პოლიტიკა და როგორ აღდგება დემოკრატია. ამასთანავე, რეფორმების კონკრეტული გეგმები, სასამართლოს, არჩევნების და მმართველობის სფეროებში, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად და გარდამავალ პროცესში ნდობის აღსადგენად, ხელს შეუწყობს მუხტის და პროტესტის დინამიკის შენარჩუნებას. გარდა ამისა, საპროტესტო ენერგიის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს შორის ერთიანობის ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც კონკრეტული ცვლილებებისკენ მიისწრაფვიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მმართველობა, სოციალური სამართლიანობა და ეკონომიკური რეფორმა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მდგრადი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, რომელიც არ დასრულდება პროტესტის დასრულებასთან ერთად, არამედ უზრუნველყოს უწყვეტ ტრანსფორმაციას.
ჩართული მხარეებმა არსებული სისტემის ხელშესახები ალტერნატივები უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და არ კონცენტრირდნენ მხოლოდ წინააღმდეგობაზე, არსებული სტატუს კვოს მიმართ. ანგარიშვალდებული მთავრობის ხედვის ჩამოყალიბება, მოითხოვს ფრთხილ და გააზრებულ დაგეგმვას, რათა საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს.
ქმედითი პოლიტიკური სტრატეგიისა და პრობლემების კონკრეტული გადაწყვეტის გზების შემოთვაზების გარეშე, პროტესტის ენერგია შეიძლება განელდეს, რის შედეგადაც, რეალური ცვლილების ნაცვლად, იმედგაცრუება დარჩება.
პარტიებში ახალი ლიდერების წარმოჩენის სირთულეები (მათ შორის ისინი, ვინც პროტესტის დროს გამოჩნდა)
ტრადიციულად, პარტიების სუსტი ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც პოლიტიკურ პროცესებს არაპროგნოზირებადს ხდის. გარდა ამისა, წარსულის გამოუყენებელი გაკვეთილი ისაა, რომ პოლიტიკური პარტიების სისუსტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი ლიდერებზე ზედმეტი დამოკიდებულებაა, მდგრადი პარტიული სტრუქტურისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები გავლენიანი ფიგურებით ფორმირდება, ისინი, ხშირად, დამძიმებულნი არიან პოლიტიკური წარსულით, რაც ხელს უშლის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის და თაობის მოქალაქეებთან მათ კომუნიკაციას. მართალია, ბევრისთვის ლიდერი მთავარი ფაქტორია, თუმცა ამგვარმა დამოკიდებულებამ შეიძლება ამომრჩეველთა გაუცხოებაც გამოიწვიოს, თუ ლიდერი დასუსტდება ან შეცდომებს დაუშვებს.
ამ მოვლენასთან გასამკლავებლად აუცილებელია პარტიებში სტრატეგიების ცვლილება, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი ფიგურების წარმოჩენას – ადამიანების, რომლებიც ხალხისთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ და ვისთანაც მოქალაქეები ადვილად შეძლებენ საკუთარ თავს იდენტიფიცირებას.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთ ლიდერების წამოწევა, რომლებიც ქუჩის პროტესტის დროს გამოჩნდნენ—ენერგიული, მრავალფეროვანი და თვით-კმარი პიროვნებები, რომლებიც ძლიერი ღირებუელბებიბთ და სამოქალაქო ენერგიით გამოირჩევიან.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრადიციული პოლიტიკური სისტემების ნაცვლად, სამოქალაქო მოძრაობებიდან მოდიან, მრავალფეროვანი გამოცდილებით და შეხედულებებით, მათი პოტენციალი – უზრუნველყონ ფართო მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, სრულად არ არის გამოყენებული. დღემდე ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ მოცემულობის უგულებელყოფით, ხელიდან გაუშვეს პოლიტკური პროცესის განახლების შესაძლებლობა. ქართულ პოლიტიკაში პროცესების უფრო მდგრადი განვითარებისათვის გადამწყვეტია ინდივიდუალურ ლიდერებზე მიჯაჭულობის შემცირება. ეს ცხადად გამოჩნდა თბილისში და მთლიანად ქვეყნაში ბოლო პერიოდში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მაგალითზე, რომელიც ფორმალური ორგანიზების ან ლიდერის გარეშე გრძელდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიები მოერიდონ პოლიტიკური პროცესის წარმართვას -ორგანიზებულმა პარტიებმა მოძრაობას მიმართულება უნდა მისცენ.
დასკვნა
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღამ აჩვენა, რომ არსებობს ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება არსებული რეჟიმის მიმართ, თუმცა ეს აღშფოთება არ გარდაისახა პოლიტიკურ პროცესად. ეს ყოველივე აჩენს კითხვებს, ერთიანი, გრძელვადიანი პოლიტიკური სტრატეგიის მომავალზე და “საპროტესტო აქციების პოლიტიკად (Policy) გადაქცევის” შესაძლებლობაზე, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს მომდევნო ათწლეულებში.
მიუხედავად “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული რეპრესიებისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვისა, მმართველმა პარტიამ არასწორად შეაფასა მოქალაქეების თვითორგანიზების სიმძლავრე და მათი ადაპტირების უნარი. თუმცა, ამავდროულად, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან ოპოზიციის ლიმიტირებული ჩართულობა, კიდევ უფრო აღრამვებს უფსკრულს ურბანულ ცენტრებსა და რეგიონებს შორის.
არსებული საპროტესტო მუხტის შესანარჩუნებლად და ამომრჩევლების ფართო მასების ჩასართავად, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის პარტიები, უნდა გასცდნენ თბილისის ქუჩებს და ლოკალურად გააფართოვონ მოქმედების არეალი, სხვადასხვა მარგინალიზირებულ ჯგუფებთან.
ამ უფსკრულის ამოსავსებად, ყველა ჩართულმა მხარემ უნდა იხელმძღვანელოს მკაფიო მესიჯებით, განსაზღვროს კონკრეტული რეფორმები და მხარი დაუჭიროს ახალ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პროტესტების შედეგად აღმოცენდა – დინამიური, მრავალფეროვანი და საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გარდაქმნის უნარის მქონენი.