იმერეთის რეგიონში, კერძოდ ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში 200-ზე მეტ მოსწავლეს პროფესიული ორიენტაციის შესახებ ვორკშოფები ჩაუტარდათ.
მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულებმა იმერეთიდან, მათე ჩაფიჩაძემ და ბექა ძოწენიძემ მცირე გრანტების კონკურსის #YouthforAction-ის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები ექვს საჯარო სკოლაში ჩაატარეს. შეხვედრებს სფეროს სპეციალისტები გაუძღვნენ და დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს დღეს არსებული შრომის ბაზრის, მისი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების, ასევე, მათი კარიერული პერსპექტივების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია, სადაც სკოლის პედაგოგებმა, რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და ტრენინგის ავტორებმა ერთობლივად იმსჯელეს სკოლის როლსა და მნიშვნელობაზე, მოსწავლეთა სწორი პროფესიული განვითარების პროცესში.
აქტივობა განხორციელდა “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) კურსდამთავრებულთა ქვე-გრანტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, USAID Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.