25/01/2023 GIP

Youth for Action – ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა

მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) კურსდამთავრებულებმა, გივი შაინიძემ და გოგა ჯმუხაძემ მცირე გრანტების კონკურსის #YouthforAction-ის ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი “კესანე”-ს ბენეფიციართათვის სპეციალური, განმავითარებელი აქტივობები ჩაატარეს.

ცენტრის ბენეფიციარები დაესწრნენ ხატვის მასტერკლასებს, დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები და ჩაერთნენ გამწვანების აქციაში. პროექტის შემდეგ ეტაპზე კი გაიმართა მათ მიერ შექმნილი ნახატებისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

არტ თერაპია და სხვა განმავითარებელი აქტივობები ხელს უწყობს ცენტრის ბენეფიციართა რეაბილიტაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური როლის ზრდას.

პროექტი განხორციელდა “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) კურსდამთავრებულთა ქვე-გრანტის ფარგლებში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, ამერიკელი ხალხის USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.

, , , , , , ,