საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) “ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს სასტუმროს მომსახურების შესყიდვასთან დაკაშირებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები:
მომსახურების გაწევის ადგილი:
- შიდა ქართლი (გორი)
- იმერეთი (ქუთაისი)
- თბილისი
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა შესაძლოა შემოტანონ განაცხადი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის.
სავარაუდო დაწყების თარიღი: 12 დეკემბერი, 2020 წელი
სავარაუდო დასრულების თარიღი: 27 ივნისი, 2021 წელი
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:
- სასტუმროში ერთ, ორ ან სამ ადგილიანი ნომრებში მონაწილეების განთავსება საუზმით (15 ადამიანი)
- სასტუმროში საკონფერენციო ოთახი 35 ადამიანის განსათავსებლად აღჭურვილი სათანადო ინვენტარით და ტექნიკით.
- ორი ყავის შესვენება და ერთი ლანჩი (35 ადამიანი)
შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ყოველ მეორე შაბათ-კვირას 12 დეკემბერი, 2020 – 27 ივნისი, 2021 პერიოდში.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად და შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული)
** მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა – დანართი 1 ხელმოწერით და ბეჭდით (შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ უნდა იქნას საკონფერენციო დარბაზის, განთავსების, ყავის შესვენების და სადილის ხარჯი)
** შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი)
** შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს, რადგან პროექტი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით
** საკონფერენციო დარბაზის სურათები
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს:
** რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და აღნიშნულ სფეროში ოპერირების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** რომელიც რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** რომელსაც გახსნილი აქვს ლარის მიმდინარე ანგარიში ქართულ საბანკო დაწესებულებაში
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ქართულ ენაზე.
სატენდერო წინადადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 29 ნოემბერი.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან საფოსტო მისამართზე: ქ. თბილისი, პუშკინის 13, 0105.
გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ მომსახურების გაწევის ადგილი (რეგიონი), რომელზეც შემოგაქვთ სატენდერო წინადადება.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) დაუკავშირდება მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected]