გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 ნოემბერი 2019
“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი” აცხადებს რეგიონული კოორდინატორების ვაკანსიას (სამეგრელო, აჭარა, ქვემო ქართლი)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს – “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში”. პროექტის ფარგლებში GIP საქართველოს რეგიონებსა და თბილისში გეგმავს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას და წახალისებას, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. დასახული მიზნის მისაღწევად იგეგმება, საინფორმაციო შეხვედრები იმ რეგიონებში (სამეგრელო-ზუგდიდი, აჭარა-ბათუმი, ქვემო ქართლი-რუსთავი), რომლებიც 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში (25 იანვარი – 28 ივნისი) უმასპინძლებენ მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS).
პროექტის ამ ეტაპზე შეირჩევა თითო რეგიონიდან თითო კოორდინატორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო შეხვედრებისა და მომავალ ლიდერთა სკოლისთვის მოსამზადებელი სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებაზე, ELS-ის გაზაფხულის სემესტრის მანძილზე.
რეგიონალური კოორდინატორის მოვალეობებში შედის:
** რეგიონებში სამიზნე აუდიტორიისათვის ELS-ისა და აპლიკაციის პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** რეგიონში საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და ამ შეხვედრების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
** პროექტის ოფიცრებთან ერთად, ELS-ისთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიების ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
** ELS-ის ყველა ეტაპში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** პროექტის ოფიცრებთან ეფექტური ონლაინ / პირისპირ კომუნიკაცია;
რეგიონალური კოორდინატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** ჰქონდეს გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;
** იყოს აღნიშნული რეგიონების (ზუგდიდში, ბათუმში ან რუსთავში) მაცხოვრებელი ან/და ჰქონდეს აქტიური შეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.
** იყოს საზოგადოებრივად აქტიური;
** ჰქონდეს ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ წერილის დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია.