03/06/2022 keta

ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები

ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში დემოკრატიული პროცესების საწინდარია. საქართველოში ქალები შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს (53%), თუმცა მათ არაერთი ინსტიტუციური თუ კულტურული ბარიერის გადალახვა უწევთ პოლიტიკურ სარბიელზე თავის დასამკვიდრებლად.

ძირითადად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა სამი მთავარი მიმართულებით გამოიხატება: უფლება, აირჩიო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, უფლება, მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ მმართველობაში და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მექანიზმის დანერგვა.

პოლიტიკური პარტიები, მეტწილად, პატრიარქალური და მასკულინურია, სადაც გაუმჭვირვალეა მთელი რიგი პროცესები, მათ შორის, კანდიდატების რეკრუტირებისა და ნომინირების პროცესები, რაც ქმნის გადაულახავ ბარიერს ქალებისთვის. პარტიები, როგორც წესი, პარტიის წევრ ქალებს განიხილავენ, როგორც დამხმარე ძალას და არა თანაბარუფლებიან წევრებს გადაწყვეტილებების მიღებისას. გარდა ამისა, ორმაგი შრომა, რომელსაც ქალები ეწევიან – ოჯახსა და სამსახურში, ნაკლებ დროს უტოვებს ქალს, ჰქონდეს პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია. ამასთან, ქალებს ნაკლებად უგროვდებათ პროფესიული კავშირები. გავრცელებული სტერეოტიპით, ქალებისთვის პოლიტიკა „ბინძურ“ და სარისკო საქმედ მოიაზრება.

უთანასწორობის ამოსაფხვრელად საქართველოში კვოტირების მექანიზმი მოქმედებს, რაც იძლევა ქალთა პოლიტიკაში ჩართვის გარანტიას. ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური პარტიები იცავენ გენდერულ კვოტას, რადგან კანონით მოეთხოვებათ ეს, თუმცა, საკითხავია, ახერხებს კი აღნიშნული მექანიზმი სრულად დაუპირისპირდეს იმ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის მეტი ქალის მოსვლას პოლიტიკაში. წინამდებარე ნაშრომის მიზანია არსებული რეალობის კრიტიკული შეფასება და იმ ბარიერების გამოკვლევა, რომლებსაც ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისას აწყდებიან.

გაეცანით ნაშრომს 🔗 ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ბარიერები და მათი გადაჭრის გზები

“პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ქალთა პოლიტიკური ჩართულობა” წევრების მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

ავტორი

, , ,