19 ოქტომბერს, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზაბულ ონლაინ ბრიფინგზე ქართულ მედიას წარუდგინა დოკუმენტი სახელწოდებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობა „უდასავლეთობის მიღმა“: ევროინტეგრაციის ახალი იმპულსი.”
პოლიტიკის მემორანდუმი, რომელიც ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტართა პოლიტიკურ მრჩეველ, რამუნას სტატიონისთან ერთად შეადგინა, ხაზს უსვამს, რომ ბლოკის სრულ წევრობამდე საჭიროა გარდამავალი სტატუსის შემოღება. ევროპარლამენტარის თქმით, აღნიშნული სტატუსი ასოცირებული ტრიოს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ქვეყნებისთვის ძლიერი მოტივაცია და რეალურად მიღწევადი მიზანი იქნება.
ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს “დაჩქარებულ ინტეგრაციასთან” დაკავშირებულ უპირატესობებზე. ბრიფინგს ოცდაორი მედია ორგანიზაცია დაესწრო.
"დროა ევროკავშირმა ახალი იმპულსი შემოიტანოს თავისი სტრატეგიული პასუხისმგებლობის განხორციელებაში".
პოლიტიკის დოკუმენტი ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: “აღმოსავლეთ პარტნიორობა „უდასავლეთობის მიღმა“: ევროინტეგრაციის ახალი იმპულსი”