09/10/2021 keta

GEOYOUTH2021-ის ფარგლებში დაფინანსებული ოთხი პროექტი მიეძღვნა რეგიონებში ახალგაზრდების გააქტიურებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით

პროექტ #GEOYOUTH2021-ის ფარგლებში გაცემული გრანტებით რვა ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რვა ქვე-პროექტი განახორციელა. 
მათგან ოთხი პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის კუთხით. აღნიშნული ქვე-პროექტები განხორციელდა ონში, ამბროლაურში, ცაგერში, სენაკსა და ყაზბეგში. 

 

🟩 მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში
📍 ონი და ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
🎯 პროექტის მიზანი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში არსებული მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა: ორი ტრენინგი თემებზე:
🟣 ახალგაზრდების მონაწილეობა და ჩართულობა
🟣 ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში;
რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრები შეხვდნენ უშუალოდ ონის მერს ფიზიკურ სივრცეში, სამი შიდა სამუშაო შეხვედრა კი ვირტუალურ სივრცეში გაიმართა. Პროექტს ჯამში 46 ბენეფიციარი ჰყავს.
პროექტის ფარგლებში გაძლიერდა რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა, ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ჩაერთო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამაში და ონის მუნიციპალიტეტის მერიას 14 საპროეტო იდეა წარუდგინა. ასევე, საბჭო ჩაერთო ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სტრატეგია 2021-2023 წლების საქმოქმედო გეგმის შემუშავებაში რომელიც მალე დამტკიცდება. პროექტის შედეგად გაიზარდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართულობა სხვადასხვა დოკუმენტების განხილვის პროცესში.✅
 
🟩 ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის – ცაგერი
📍 ცაგერი, ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი
🎯 პროექტი მიზნად ისახავდა
ცაგერის მუნიციპლიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ადგილობრივ პოლიტიკურ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდას
აღნიშნული საკითხების მიმართ ცოდნის ამაღლებას;
აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ორ ეტაპად. დასაწყისში მონაწილეებმა მოისმინეს ტრენინგები სხვდასხვა თემებზე. Მეორე ეტაპზე კი ტესტირების შედეგად გამოვლინდა 5 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ პროექტის პრაქტიკულ კურსში. აღნიშნული ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 თვიანი პრაქტიკული კურსის გავლას, სადაც მონაწილეებმა შეძლეს ტრენინგებზე მიღებული თეორიული ცოდნის გამყარება და გამოყენება და საკრებულოს სხდომებზე თავიანთი მოსაზრების დაფიქსირება.
 
🟩 აქტიური მოქალაქეები ეფექტური თვითმმართველობისთვის
📍სენაკი, სამეგრელო-ზემო სვანეთი
🎯 პროექტი მიზნად ისახავდა:
🟣 მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას თვითმმართველობის საკითხებთან და ჩართულობის მექანიზმებთან დაკავშირებით
🟣 მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში
ამისათვის საჭირო პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიწოდებას.
🟣 შედეგად, ბენეფიციარებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ფორმირების წახალისებას და პროაქტიული მონაწილეობის პრაქტიკის დამკვიდრებას;
✔ პროექტში მონაწილეობა მიიღო 10-მა მონაწილემ, რომლებმაც მოისმინეს თეორიული კურსი ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობა, მონაწილეობის ფორმები, ელექტრონული მმართველობა და სხვა. ასევე, პროექტის დასასრულს, მონაწილეებმა შექმნეს პეტიცია.
ბოლო, მერვე მოდული მონაწილეებმა თავად ჩაატარეს, რომელიც გულისხმობდა მათთვის პროიორიტეტული საკითხების განხლვას, რომელზეც პეტიცია მომზადდა.
✔ აღნიშნულმა 10-მა მონაწილემ დააარსა ახალგაზრდული საბჭო, რომელიც გაგმავს ადვოკატირების კუთხით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
 
🟩 ახალგაზრდები პოლიტიკური ცვლილებებისთვის
📍 ყაზბეგი
🎯 პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი
🟣 ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდას მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ.
🟣 ახალგაზრდების უნარების განვითარება ლიდერობის, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის მიმართულებით,
🟣 მათი ცოდნის გაზრდა საკუთარი უფლებების, ბიუჯეტირების დეტალების და პოლიტიკური ჩართულობის შესახებ.
✔ პროექტის ფარგლებში, ყაზბეგში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდების თეორიული გადამზადების შემდეგ, შეიქმნა ადგილობრივი ახალგაზრდული გუნდი, რომლის წევრებიც დეტალურად გაეცნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და საკვანძო საკითხები პრეზენტაციის სახით წარუდგინეს ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას.
✔ დისკუსიის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა ბიუჯეტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. პასუხად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან გაჟღერდა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი, როგორც წესი, საკმაოდ შეზღუდულია, საკრებულოს პრიორიტეტებს შორის უფრო მეტად ეკონომიკური კეთილდღეობა მოიაზრებოდა. თუმცა, პროექტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირებაც, რომ 2022 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მათი კომენტარები სხვადასხვა სოფლებში რეკრეაციული ზონების გაშენების შესახებ.
 

პროექტი #GEOYOUTH2021 ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ (GIP) გერმანულ ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020-ის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, 150-ზე მეტი ახალგაზრდის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მთიანი რეგიონების წარმომადგენლების მიერ, შემუშავდა ახალგაზრდული მანიფესტი. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოკვეთს გამოწვევებს ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და სთავაზობს საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს. 

პროექტი დაფინანსებულია გერმნიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ.

 

, , , ,