08/06/2023 GIP

ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-06-08 10:13:39

ანგარიში „ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში – პროექტის შედეგების ანალიზი“ მომზადებულია პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიში მომზადდა GIP-ის პროექტის ოფიცრების – ნინო ჯიბუტისა და გვანცა იჩქითის მიერ.

პროექტის მიზნებია: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საქართველოს სოციო-პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა საჯარო სექტორში. პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) და სამუშაო თემატური ჯგუფები (WG), სივრცე დისკუსიითვის (SfD) და დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი (YDF). მომავალ ლიდერთა სკოლამ შეკრიბა საქართველოში მცხოვრები განსხვავებული გამოცდილებების მქონე აქტიური ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ჩაუტარდათ ტრენინგი. გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სამუშაო თემატურ ჯგუფებში მათთვის საინტერესო თემაზე ემუშავათ, მოემზადებინათ პოლიტიკის დოკუმენტი და განეხორციელებინათ ადვოკატირების კამპანიები. გამოკვეთილი მიგნებები და პოლიტიკის რეკომენდაციები ფართო საზოგადოებას წარედგინა სივრცე დისკუსიებისა და ყოველწლიური დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში. განხორცილებული აქტივობების შედეგად ჩამოყალიბდა ELS-ის კურსდამთავრებულთა ქსელი, რომელიც აგრძელებს ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივებისა და მცირემასშტაბიანი პროექტების მხარდაჭერას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საერთო ჯამში, პროექტს ჰყავს 241 პირდაპირი და 2000-ზე მეტი ორიბი ბენეფიციარი – ახალგაზრდები თბილისიდან და საქართველოს რვა რეგიონიდან: ქვემო ქართლიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთიდან და იმერეთიდან.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგენს პროგრამის კურსდამთავრებულთა ნააზრევს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

პროექტის შედეგების ანალიზი 2019-2023 | ივნისი 2023

, , , , , , , , , , , , , , , , ,