01/02/2023 GIP

ფეხაკრებით “მიტმასნება”? რუსეთის მიმართ საქართველოს დაშოშმინების პოლიტიკის ახსნა

ფორუმმა “ევროპული უსაფრთხოება,” რომელიც განიხილავს უსაფრთხოების გამოწვევებსა და მიდგომებს როგორც რეგიონში, ასევე ევროპისთვის გლობალურ კონტექსტში, გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ფეხაკრებით მიტმასნება?  რუსეთის მიმართ საქართველოს დაშოშმინების პოლიტიკის ახსნა“, ავტორები – პროფ. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი) და ბიძინა ლებანიძე (PhD, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი).

აბსტრაქტი

“ფეხაკრებით მიტმასნება” ეხება სიტუაციას, როდესაც პატარა სახელმწიფოს მთავრობა ცდილობს დაუახლოვდეს დიდ ძალას, ამავდროულად აგრესორს, ძლიერი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფონზე. აღნიშნული ტერმინი შეგვიძლია ავხსნათ  2012- 2022 წლებში რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მაგალითზე. არსებობს მტკიცება, რომ 2012 წლიდან საქართველოს მცდელობა დაუახლოვდეს რუსეთს შეიძლება განიმარტოს ორი, ერთ დონეზე მყოფი ცვლადით: (1) ქვეყნის ხელმძღვანელობის რწმენა, რომ  რუსეთთან დაახლოება აუცილებელია და (2) საზოგადოებრივი და საჯარო წინაარმდეგობა რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის მიმართ. ამ ურთიერთწინააღმდეგობრივ დინამიკას, რუსეთთან დაახლოებულ მთავრობასა და რუსეთისადმი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას შორის, მოჰყვა სწორედ ე.წ. “ფეხაკრებით მიტმასნების” პროცესი – დეფაქტო და ნაწილობრივი დაახლოება რუსეთთან, ისე რომ, ფორმალურად არ შეცვლილა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ოფიციალურად დეკლარირებული პროდასავლური მიმართულება.  

გაეცანით ნაშრომს 🔗 ფეხაკრებით მიტმასნება?  რუსეთის მიმართ საქართველოს დაშოშმინების პოლიტიკის ახსნა

, , , , , ,