Home Events აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში

15-16 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-2 და მე-5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მარიამ გრიგალაშვილი ბერლინში გაემგზავრა.

შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფებმა ეკონომიკური საკითხები და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პრცესები მიმოიხილეს.  შეხვედრები სულ 6 სამუშაო ქვეჯგუფისგან შედგებოდა: ახალგაზრდების უმუშევრობა; მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობა; ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგი; ბიზნეს კლიმატი და ა.შ

 

შეხვედრაზე დაანონსდა პლატფორმის ფარგლებში ექსპერტთა ბაზის ჩამყალიბება, რომელიც სხვადასხვა საექსპეტო ჯგუფებში მომუშავე ექსპერტებს კომპეტენციის მიხედვით დააჯგუფებს. ახალი ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებას გაუადვილებს პარტნიორების მოძიებას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

 

თარიღი

აგვ 16 2022
კატეგორია
QR Code