22/12/2022 GIP

ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკა: საქართველოს მაგალითი

„ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკა: საქართველოს მაგალითი“, ამ სახელწოდებით საჯარო დისკუსია გაიმართა 19 დეკემბერს თბილისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (KAS) სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით.  

ღონისძიებაზე მოწვეულმა კომპეტენტურმა მომხსენებლებმა განიხილეს ევროპის სამეზობლოში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და აღნიშნული პროცესების გავლენა საქართველოზე. Საჯარო დისკუსია ეფუძნებოდა დოქტ. ნატალი საბანაძის მიერ წარმოდგენილ პოლიტიკის დოკუმენტს “ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკა: საქართველოს მაგალითი”. ნაშრომი აანალიზებს ევროკავშირისა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს რეკომენდაციებს მათთან გასამკლავებლად.

დისკუსია ფოკუსირებული იყო კითხვებზე:

  • როგორ შეუძლია ევროკავშირს ნავიგაცია ღირებულებებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკასა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას შორის?
  • რა არის მთავარი გამოწვევები ევროკავშირ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებში?
  • როგორი უნდა იყოს თბილისისა და ბრიუსელის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები რეგიონში უსაფრთხოების პარადიგმების მუდმივი ცვლილებების ფონზე?

აღნიშნულ საკითხებზე მოწვეულმა მომხსენებლებმა და აუდიტორიამ ერთობლივად, კითხვა-პასუხის რეჟიმში იმსჯელეს. დამსწრე აუდიტორიამ გამოთქვა სურვილი, რომ მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა მსგავს დისკუსიებში.

დისკუსიის თემის შესახებ: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკა ევროკავშირის ყურადღების ცენტრში მოაქცია. პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკის საპასუხოდ, ბრიუსელმა ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა. ევროკავშირმა უკვე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას და, ამავედროს, აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

 

ფოტო ალბომი 👇

, , , , , , , , , , , , , , , , ,