25/03/2020 GIP

ექსპერტები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს COVID-19-ის წინააღმდეგ დადებითად აფასებენ

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
25-03-2020

23-25 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მეთერთმეტე ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. 40-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკის ექსპერტმა უპასუხა შეკითხვებს ახლახანს გავრცელებული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მიერ მიღებული ზომები, ხოლო ქართული ეკლესიისა და მოქალაქეების ნაწილის დაუმორჩილებლობა კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ  ყველაზე სერიოზულ გამოწვევად დაასახელეს.

, , , , ,