საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ევროკომისიის ჟან მონეს პროგრამის პროფესორის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. დოქტორი კაკაჩია ჟან მონეს პროგრამის პროფესორის პოზიციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტში 2025 წლამდე დაიკავებს.
ჟან მონეს პროგრამის კათედრის ხელმძღვანელი წარმოადგენს აკადემიურ პოზიციას უნივერსიტეტის პროფესორებისთვის/უფროსი ლექტორებისთვის ევროკავშირის სწავლებების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, კათედრის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ეძლევათ გააძლიერონ ევროკავშირის სწავლებები სასწავლო გეგმის საშუალებით; ჩაატარონ, მონიტორინგი გაუწიონ და უხელმძღვანელონ ევროკავშირის შესახებ სამეცნიერო კვლევას ყველა საგანმანათლებლო დონეზე; შეასრულონ მენტორისა და მრჩევლის ფუნქცია მასწავლებლებისა და მკვლევრების მომავალი თაობისთვის; და გაუზიარონ მომავალ პროფესიონალებს თავიანთი ექსპერტული გამოცდილება ევროპული საკითხების შესახებ.
ჟან მონეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის კვლევის ხელშეწყობას ახალგაზრდებს შორის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მონაწილეობაზე დამყარებული კვლევის ხელშეწყობისა და ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსიის წახალისების გზით.