საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ვილნიუსში გამართულ ნატოს საჯარო ფორუმს დაესწრო

2023 წლის 11-12 ივლისს GIP  წარმოდგენილი იყო ნატოს სამიტზე, რომელიც ქალაქ ვილნიუსში გაიმართა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია დაესწრო ნატოს საჯარო ფორუმს, რომელიც ნატოს სამიტი 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

ფორუმის ორგანიზატორი იყო ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო.

საჯარო ფორუმი მიზნად ისახავდა ნატოს პოლიტიკისა და მიზნების, ასევე, ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებულობას. ამასთან, ფორუმის მიზანი იყო დიალოგის წარმოება და ჩართულობის უზრუნველყოფა დაინტერესებულ მხარეებს შორის, რომლებიც უნიკალურ და მრავალფეროვან ჯგუფებს წარმოადგენენ, ესენია: სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობები, მინისტრები, უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტები, აზრის შემქმნელები, აკადემიკოსები, ჟურნალისტები და დაინტერესებული ახალგაზრდები.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავის მოხსენებაში შვედეთის წევრობაზე ისაუბრა:

“შესანიშნავი ამბავია, რომ შვედეთი სრულუფლებიანი წევრი გახდა, ახლა ჩვენ ყველანი უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. <…> ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ისტორიული მომენტი და ისტორიული სამიტი.”

 

ნატოს საჯარო ფორუმი 2023-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://natopublicforum2023.lt/en 

https://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_217017.htm 

, , , , , , , , , , , , , ,