6 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, #GEOYOUTH2021-ის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო ქვე-პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია. რვა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარადგინეს საკუთარი პროექტების მიზნები და შედეგები ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის, სტერეოტიპებთან ბრძოლის, ადგილობრივი ინსტიტუტების გაძლიერებისა და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ.
დასკვნითი ონლაინ ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მ.ა. ჰუბერტ ქნირში.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მოისმინა პრეზენტაციები განხორციელებული პროექტების შესახებ და გაეცნო თითოეულ რეგიონში მიღწეულ შედეგებსაც.
პროექტი #GEOYOUTH2021 ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ (GIP) გერმანული ორგანიზაცია Polis180-თან თანამშრომლობით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი წარმოადგენს #GEOYOUTH2020-ის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, 150-ზე მეტი ახალგაზრდის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მთიანი რეგიონების წარმომადგენლების მიერ, შემუშავდა ახალგაზრდული მანიფესტი. დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გამოკვეთს გამოწვევებს ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და სთავაზობს საზოგადოებას მათი გადაჭრის გზებს.
პროექტი დაფინანსებულია გერმნიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ.