- როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია?
- როგორ შევარჩიოთ სწორად ჟურნალი ჩვენი ნაშრომისთვის?
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სტატიის გაგზავნისას?
- როგორ გავიაროთ რეცენზირების პროცესი?
- როგორ გავზარდოთ სტატიის ციტირების პოტენციური რაოდენობა?
ტრენინგი ჩატარდება 10:00-დან 16:00 სთ-მდე და მას გაუძღვება საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ჰელგე ბლაკისრუდი, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწეობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
ღონისძიება იმართება პროექტ GEOPATH-ის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და საერთაშორისო ურთიერთობების ნორვეგიული ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ. შესაძლებელია შეირჩეს რამდენიმე პოტენციური აკადემიური ნაშრომი, რომელსაც GEOPATH-ის მკვლევრები გაუწევენ მენტორობას საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.


