2024 წლის 27-31 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) „საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის“ ოთხი გამორჩეული მონაწილე ბრიუსელის მმართველობის სკოლის (BSoG) საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. საქართველოდან სტუდენტების მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში GIP-სა და BSoG-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის პილოტური ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორისთვის“ ეგიდით. აღნიშნულს პროექტს, GIP ახორციელებს USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.
საზაფხულო სკოლაში წასული ოთხი სტუდენტი 27 მონაწილიდან შეირჩა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „საჯარო პოლიტიკის ანალიზის” სამთვიან კურსში. ისინი შეირჩენ მათი აქტიური მონაწილეობისა და პოლიტიკის დოკუმენტების პირველი პროექტების შეფასების საფუძველზე, რომელიც საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და კვლევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა.
ბრიუსელის მმართველობის სკოლის (BSoG) საზაფხულო სკოლის მონაწილეები იყვნენ:
- ანანო არველაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი
- ანა ჩუბინიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული
- შიო ჯაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ბაკალავრიატის სტუდენტი
- ვიქტორია არაქელიანი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბაკალავრიატის სტუდენტი
BSoG საზაფხულო სკოლაში მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკები. სკოლა მოიცავდა სესიებს პოლიტიკის დოკუმენტების დაწერის, აქტორებისა და პროცესების შესახებ, რომლებიც აყალიბებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირის შიდა და საერთაშორისო სტრატეგიულ ამბიციებსა და სხვა შესაბამის თემებს. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ღირებული უკუკავშირი ევროკავშირის ექსპერტებისგან „საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის“ ფარგლებში მათ მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების შესახებ. გარდა ამისა, ისინი ეწვივნენ ევროპარლამენტს და გაიგეს მეტი ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობის შესახებ. კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.