Project Duration: ||
Status: 1
Donor:
Partner:
Budget: 219,800 ლარი
პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს, მკვლევრებს და პოლიტიკის პროფესიონალებს შორის საჯარო პოლიტიკის შესახებ ცნობიერების გაზრდას მათი ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების გზით. აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკის საჭიროებებზე და შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა სამიზნე აუდიტორიისთვის. ამ მიზნით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), იმუშავებს სტუდენტებთან და ახალგაზრდა მკვლევარებთან საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დაფუძვნებაზე და მათ დაეხმარება კარგ მმართველობასა და კორუფციასთან დაკავშირებული პოლიტიკის ანალიზისა და გადაწყვეტილებების მისაღებად ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში და გამოსავლის გზების შემუშავებაში.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს შემდეგი შედეგების მიღწევას:
- ახალგაზრდებს საჯარო პოლიტიკის საკითხების ეფექტურად შეფასებისთვის აქვთ საკმარისი ცოდნა და უნარი, რათა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შეძლონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის გაკეთება;
- ახალგაზრდა მკვლევრებს, დარგის ექსპერტებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის ის ქსელები და ფორმატები, რაც აფართოებს საჯარო პოლიტიკის კვლევის სფეროს;
- განსხვავებული სპეციალობების მქონე ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები მათთვის მნიშვნელოვანი საჯარო პოლიტიკის საკითხების შემუშავებაში.