2024 წლის 31 იანვარს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა საჯარო დისკუსიას სახელწოდებით „ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ კონტექსტში.“ ღონისძიება ეხებოდა 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიული ომის სეისმურ გავლენას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დინამიკაზე, განსაკუთრებით საქართველოზე.
უკრაინისა და მოლდოვას გვერდით მოაზრებული საქართველოსთვის, აღნიშნული ძვრები განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა, წარმოაჩინდა რა ქვეყნის დაუცველობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. უსაფრთხოების ისეთი მტკიცე გარანტიების არარსებობა, როგორიც ნატოს მე-5 მუხლია, კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის საქართველოს მდგომარეობას.
ღონისძიების დროს განხილული ძირითადი კითხვები მოიცავდა ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმდინარე მდგომარეობასა და მის პერსპექტივებს, განვითარებული გეოპოლიტიკური დინამიკის ფონზე:
- როგორია ნატო-საქართველოს პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები განვითარებადი გეოპოლიტიკური დინამიკის კონტექსტში?
- როგორ გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს პარტნიორობა გაურკვეველ დროს?
- რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიისა და საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება ნატოში ინტეგრაციის გზაზე?
ღონისძიებაზე GIP-ის მკვლევარებმა წარმოადგინეს პოლიტიკის დოკუმენტი „შემდეგი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში: დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა“.
ღონისძიება, თბილისში ბრიტანეთის საელჩოს თანადაფინანსებით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
Photo gallery 👇