15/11/2023 GIP

ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-11-15 10:39:39

ინტერპარტიული მანიფესტი „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები დაკვეთას?“ მომზადდა პროექტ „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება საქართველოში ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში. შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ფასილიტაცია გაუწია საქართველოში მოქმედი 7 პოლიტიკური პარტიის ქალი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივ მუშაობას. დოკუმენტი შეიქმნა მონაწილე პოლიტიკური პარტიების ქალი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საველე სამუშაოების მედეგებზე დაყრდნობით. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შორის მცირე ჯგუფური და, შემდგომ, საერთო განხილვების საფუძველზე, შეიქმნა წარმოდგენილი ინტერპარტიული მანიფესტი. დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრი ქალებისა  და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მთავარ მიგნებებს, თუ რას ელის ქალი ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან საქართველოში და რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგანან ქალი პოლიტიკოსები. თითოეული მიგნებისთვის პროექტის მონაწილეების მიერვე შემუშავებულია პოლიტიკური პარტიების რეაგირების სავარაუდო სტრატეგიები.

იმედი გვაქვს, რომ ინტერპარტიულ მანიფესტზე ერთობლივი მუშაობის პრეცედენტი, ისევე როგორც პარტიების საგნობრივი თანამშრომლობის გამოცდილება, ხელს შეუწყობს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში, რაც აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ხოლო პროექტის შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიზანია, საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის ისეთი სამოქმედო სტრატეგიის შეთავაზება, რომელიც დაეხმარება მათ არჩევნებს შორის პერიოდში სწორად დაგეგმონ საკუთარი აქტივობა, რათა მეტად დაუახლოვდნენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებსა და საჭიროებებს. ამ მიზნის მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საველე მოკვლევა ჩატარდა თავად პარტიების ქალი პოლიტიკოსების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, რაც განაპირობებს მანიფესტში ჩამოყალიბებული მთავარი მიგნებების და სამოქმედო გეგმის სანდოობას საკუთრივ პარტიებისთვის. მანიფესტი ასევე უცვლელად ასახავს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციისა და სამუშაო ჯგუფების ერთობლივი მსჯელობის შედეგებს – მოლოდინებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

, , , ,