02/10/2020 GIP

(ღია) კარის თამაშები: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მდგრადი პარტნიორობის გამოწვევები

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
02-10-2020
კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე, შალვა ძებისაშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები გაურკვევლობის ერთგვარ ფაზაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ფორმალურად არასდროს დაუხურავს კარი საქართველოსთვის, გაფართოების საკითხის მიმართ ალიანსი უფრო ნაკლებად გამბედავი გახდა, ხოლო რუსეთის ინტერესების მიმართ გაცილებით ფრთხილი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, საქართველოს ნატოში პრაქტიკული ინტეგრაცია გაღრმავდა და გაცილებით მეტი დინამიკა შეიძინა. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია ის ინტერესები, შეუსაბამობები, აღქმები თუ არასწორი წარმოდგენები, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ახასიათებს. ნაშრომის დასკვნა ეფუძნება მოსაზრებას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად არა ტერიტორიული მთლიანობის რღვევა და კონფლიქტები, არამედ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ არსებული სკეპტიციზმი და რუსეთის მიმართ დამთმობი პოლიტიკის გატარება გვევლინება. დოკუმენტში ასევე განხილულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლო ალტერნატივები. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ნატოს წევრი სახელმწიფოები განსხვავებების აღმოფხვრას უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ, ნატოში გაწევრიანების ალტერნატივები კიდევ უფრო შორეულ ან ნაკლებად სასურველ შესაძლებლობად ისახება. პოსტსაბჭოთა სივრცის გამოცდილება აჩვენებს, რომ მიუმხრობლობა და ნეიტრალიტეტი ოპტიმალურ გამოსავალს არ წარმოადგენს. ამავე დროს, აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო პარტნიორობა ყველაზე სასურველი, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად რეალური ალტერნატივაა.

, , , , , , , ,