Authors

  • ნინო კვირიკაშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ის კითხულობს აკადემიური წერის კურსებს. ნინოს მინიჭებული აქვს გლაზგოს უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტისა (ესტონეთი) და იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო მაგისტრის დიპლომი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებებში. მას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2020 წლებში ნინო სწავლობდა სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში (აშშ), Global UGRAD პროგრამის ფარგლებში და ოსლოს უნივეტსიტეტში (ნორვეგია), Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე იყო “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” მმართველი გუნდის წევრი. მისი კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია ევროპის კვლევებთან, პოპულიზმსა და სოციალურ მოძრაობებთან.

    View all posts
26/06/2024 ნინო სამხარაძე

საქართველო გზაჯვარედინზე ავტორიტარიზმსა და დემოკრატიულ მისწრაფებებს შორის

გაეცანით ნაშრომს

Authors

  • ნინო კვირიკაშვილი არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ის კითხულობს აკადემიური წერის კურსებს. ნინოს მინიჭებული აქვს გლაზგოს უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტისა (ესტონეთი) და იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო მაგისტრის დიპლომი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის სწავლებებში. მას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2020 წლებში ნინო სწავლობდა სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში (აშშ), Global UGRAD პროგრამის ფარგლებში და ოსლოს უნივეტსიტეტში (ნორვეგია), Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე იყო “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის” მმართველი გუნდის წევრი. მისი კვლევითი ინტერესები დაკავშირებულია ევროპის კვლევებთან, პოპულიზმსა და სოციალურ მოძრაობებთან.

    View all posts


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2024-06-26 09:31:50

დღესდღეობით საქართველო მორიგ მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა _ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა სვლას დემოკრატიული და ევროპული მომავლისაკენ. ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმის Freedom House-ის თანახმად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის ხარისხს აფასებს, საქართველომ დაიწყო სწრაფი სვლა ნახევრად-კონსოლიდირებული დემოკრატიიდან ნახევრად-კონსოლიდირებული ავტორიტარიზმისკენ. 2024 წლის არჩევნების წინ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, წარმატებით მიიღო საგანგაშო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (ე.წ. „აგენტების კანონი“). ეს კანონი ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისათვის ისევე როგორც თავისუფალი მედიისთვის სერიოზულ საფრთხედ აღიქმება. ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა დისტანცირდება ქვეყნის ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებისგან _ როგორიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები _ და ზოგადად, ხდება ქყეყნის იზოლაცია საერთაშორისო დემოკრატიული სივრცისგან. მეტიც, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, უკუსვლის რისკის პირასაა. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია, GEODEM მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაზე, წარმოგიდგინოთ პოლიტიკის ნარკვევების კრებული 2024, რომელიც ტრადიციულად მოიცავს პოლიტიკის ნაშრომებს საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების ფონზე, მოახლოებულმა არჩევნებმა კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ის, მეტწილად, განსაზღვრავს როგორც ქართული დემოკრატიის ბედს ასევე მის მომავალს. არჩევნებამდე პერიოდში კი პოლიტიკური გარემო უფრო და უფრო მეტად იძაბება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, არსებულ გარემოში თუ რამდენად შეუძლია მთავრობას, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, მითუმეტეს როცა რისკები და გამოწვევები კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნებში, როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია. წინამდებარე კრებული შეეხება და მიმოიხილავს იმ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს ელექტორატის ყველაზე პასიური ნაწილი გააქტიურების უზრუნველყოფა და მათი მიზიდვა საარჩევნო ყუთთან.

ქართველი ხალხის მასობრივ პროტესტში მთავრობის არადემოკრატიული მისწრაფებების წინააღმდეგ ახალგაზრდები, განსაკუთრებით „Gen Z” წარმომადგენლები, იქცნენ პროცესის ლოკომოტივად. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ფრთებმა და სტუდენტებმა გამოაღვიძეს და შეინარჩუნეს საქართველოში პრო-დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობა. ამ მოვლენებმა ცხადყო ახალგაზრდა თაობასთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულების მზარდი მნიშვნელობა და მათ პოლიტიკურ მონაწილეობის პროცესში არსებული დაბრკოლებების გადაჭრის საჭიროება. ამასთან, ელექტორალური მონაწილეობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოდან ემიგრანტების მზარდი რაოდენობა. საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული ამ ბარიერების დაძლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რათა 2024 წლის არჩევნები წარმომადგენლობითი და ლეგიტიმური იყოს.

ამ ტურბულენტურ დროს, პოლიტიკურ პარტიებს კრიტიკული როლი ენიჭებათ. ისინი უნდა იქცნენ საჯარო ცხოვრების კომპონენტად, რომლის გარშემოც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პრო-ევროპული ხედვების დღის წესრიგში ხმის მიცემით დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა 50%-ს არასდროს აჭარბებდა, ცხადია, პარტიებს მოუწევთ თავიანთი მდგომარეობის გადახედვა, უფრო მტკიცე შიდა დემოკრატიული მექანიზმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მოდელების განვითარება. თუმცა ელექტორალური კლიენტელიზმის ტენდენციები, რაც ქართული პოლიტიკური კულტურის დამახასიათებელ ნაწილად მიიჩნეოდა, დემოკრატიის განვითარებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და 2024 წლის არჩევნების კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თუკი პარტიებს სურთ, მოიპოვონ და შეინარჩუნონ საზოგადოების ნდობა, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ნდობისა და ხმების მოპოვება-შენარჩუნებისათვის სწორი გზავნილების შემუშავებას. პოლიტიკურ პარტიებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელოვანი როლი საქართველოში არადემოკრატიული განვითარების და დაღმასვლის გადალახვაში და ისინი, მომზადებულნი უნდა იყვნენ ამ როლის ეფექტიანად შესასრულებლად.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია, წარმოგიდგინოთ პოლიტიკის ნარკვევების 2024 წლის კრებული, რომელიც ეხება მიმდინარე და აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს, გამოწვევებსა და პერსპექტივებს საქართველოში. ვიმედოვნებთ, პუბლიკაცია წაახალისებს ნაყოფიერ დისკუსიას ქართულ საზოგადოებაში. პოლიტიკის დოკუმენტები და ნარკვევები შესაძლებელია მნიშვნელოვან რესურსად გამოიყენონ პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, აკადემიურმა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ჩართულმა სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

წინამდებარე კრებული, მსგავსად წინა პუბლიკაციებისა, ვერ გამოქვეყნდებოდა საქართველოში ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოების გულუხვი მხარდაჭერის გარეშე. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიას ჩვენი საქმიანობის მუდმივი მხარდაჭერისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმარ- თულებით გაწეული ძალისხმევისათვის. მეტიც, გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გაძლიერების მიმართულებით მხარდაჭერისათვის, რის გარეშეც საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.

პოლიტიკის ნარკვევების კრებული | ივნისი 2024

, , , , , , , ,