Author

13/07/2021 ნინო სამხარაძე

ქართული დემოკრატია გზაჯვარედინზე: არსებული ვითარება და განვითარების პერსპექტივები – ინტერვიუ პროფესორ ჯული ა. ჯორჯთან

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2021-07-13 12:55:46

ინტერვიუს უძღვება ნინო სამხარაძე, უმცროსი პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP

„ვფიქრობ, რომ საქართველოს რევოლუციები არ არის კარგი დემოკრატიისთვის. ქვეყანას სჭირდება „მოსაწყენი“ ინსტიტუციური პოლიტიკა. თქვენ არ გჭირდებათ მეტი პარტიები საქართველოში, არამედ გჭირდებათ უკეთესი პარტიები“

პროფესორი ჯული ა. ჯორჯი არის ნიუ იორკის უნივერსიტეტის (CUNY) ქუინს კოლეჯისა და კვლევითი ცენტრის პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება ეთნიკურობას, კონფლიქტებსა და სახელმწიფოების მშენებლობის პროცესს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, კონკრეტულად კი, საქართველოსა და რუსეთში. ის ასწავლის შესავალ კურსებს შედარებით პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე, მის კურსებს შორისაა რუსეთის პოლიტიკა, დემოკრატიული ტრანზიცია, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკა, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა და პოსტკომუნიზმის პრობლემები. გარდა ამისა, ჯული ჯორჯს ჩატარებული აქვს კვლევები როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ფულბრაითის ასოციაციისა და IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროფ. ჯორჯი რამდენიმე კვლევითი ნაშრომისა და წიგნის ავტორია. მათ შორისაა „ეთნიკური სეპარატიზმის პოლიტიკა რუსეთსა და საქართველოში“ (Palgrave Macmillan, 2009). მას, ასევე, ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Europe-Asia Studies, Post-Soviet Affairs, European Security, and Central Asian Survey. დაწერილი აქვს ქვეთავები წიგნებისთვის „ცენტრალური აზიის და კავკასიის ტრანზიციის პოლიტიკა: განგრძობადი მემკვიდრეობები და მომავალი გამოწვევები“ (Routledge, 2009) და, ასევე, „კონფლიქტი კავკასიაში: შედეგები საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის“ (Palgrave Macmillan, 2010).

პროფ. ჯორჯი დაგვთანხმდა ონლაინ დისკუსიაზე ზუმის პლატფორმის გამოყენებით და უპასუხა ჩვენს შეკითხვებს საქართველოში დემოკრატიის გაუარესების, ქვეყნის წინაშე მდგომი ყველაზე კრიტიკული გამოწვევებისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კონტექსტში საქართველოს სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გთავაზობთ აღნიშნული დისკუსიის ტრანსკრიპტს:

, , , ,