19/11/2021 keta

ექსპერტთა დახურული შეხვედრა საქართველოში DCFTA-ის განხორციელების შესახებ

2021 წლის 15 ნოემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით ექსპერტებთან ერთად გაიმართა დახურული პრეზენტაცია. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ანგარიშის სამუშაო ვერსიას, რომელიც აფასებს სამოქალაქო საზოგადოების როლს ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ქართველი მკვლევარების მიერ შექმნილი სამუშაო დოკუმენტი საქართველოს გამოცდილების შესახებ, არის ნაწილი იმ ერთობლივი ანგარიშისა, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ქვეყნების პროგრესის შეფასების საფუძველზე ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ექსპერტების მიერ მოწოდებული კომენტარები ჩართული იქნება ანგარიშის საბოლოო ვერსიაში.

დახურული დისკუსიის მიზანი იყო რომ პროექტის მკვლევარებს, ელენე ფანჩულიძესა და თინათინ ახვლედიანს ექსპერტებისთვის წარედგინათ ანგარიშის სამუშაო ვერსია და მათი მხრიდან მიეღოთ კრიტიკული შეფასება, რჩევები და რეკომენდაციები ნაშრომის დასახვეწად. 

დისკუსიას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები: ეკატერინე ქარდავა European Time-ს ხელმძღვანელი; თამარ თოდუა საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელი; მაკა ჭითანავა ISET Policy Institute-ში  EEPRC-ის ხელმძღვანელის მოადგილე; კონსტანტინე ჟღენტი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი; კახა გოგოლაშვილი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდიის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; გიორგი ხიშტოვანი კვლევების ხელმძღვანელი PMC კვლევების ცენტრში, თამარ მედულაშვილი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის პროექტების მენეჯერი.

ონლაინ დახურული დისკუსია ჩატარდა პროექტის “CSO-ების როლი DCFTA-ს განხორციელებაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლათფორმის ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო) მიერ, ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტთან (IPRE, მოლდოვა) და ეკონომიკური კვლევისა და პოლიტიკის კონსულტაციის ინსტიტუტთან (IER, უკრაინა) თანამშრომლობით.

, , , ,