23/10/2020 magda

ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგი და მათი შესაძლო გავლენა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2020-10-23 06:39:52
ადრიანა სტეფანი

ულტრამემარჯვენე ჯგუფებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოქმედების პოტენციალი გააჩნიათ იმ ნარატივების გამოყენების საშუალებით, რომელთაც შეუძლიათ როგორც რეზონანსის, ისე, ნორმატიული გავლენის მოხდენა. ისინი  საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებას ახერხებენ ფორმალური პოლიტიკური ძალის ან დომინანტურ მედიასაშუალებებზე წვდომის არქონის პირობებშიც. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის კლება, მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფერო და უფრო მეტად დაძაბული საინფორმაციო სივრცე ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ულტრამემარჯვენე ნარატივების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის.

წინამდებარე მემო აანალიზებს სამ საშუალებას, რომელთა მეშვეობითაც ულტრამემარჯვენე აქტორებს, შეიძლება, უფრო ფართო აუდიტორიასთან ჰქონდეთ წვდომა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი. ესენია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები, ტრადიციული და სოციალური მედია. ულტრამემარჯვენე აქტორებს შეუძლიათ უფრო ფართო პოლიტიკური დისკურსის შეთავაზება პოლიტიკოსების წახალისებით, მიიღონ მათი ენა და საკითხების მათეული ინტერპრეტაცია. ამ პროცესში, მათ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ტრადიციული მედიის პოლიტიკურ ძალებზე დამოკიდებულებით და „ფეისბუქზე“ დეზინფორმაციის გავრცელებით.

, , , , , , , ,