2022-11-04 13:26:40
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას ქვეყანაში არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები მოჰყვა. მაშინ, როცა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას აფასებს, როგორც ერთგვარ შესაძლებლობას, გააუმჯობესოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ გარემოებას ქვეყნისთვის უფრო რისკების შემცველ საკითხად განიხილავს. საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსების მასობრივად გადაადგილება უკვალოდ არ ჩაივლის, და როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პროცესი თავის გავლენას იქონიებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, წარმოდგენილ პოლიტიკის მემორანდუმში გაანალიზებულია საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლის შესაძლო შედეგები სხვადასხვა ჭრილში; კერძოდ კი, განხილულია კონკრეტული შესაძლებლობები, რომლებზეც საქართველოს მთავრობა საუბრობს, და შეფასებულია პოტენციური რისკები, რაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოდინებამ, შეიძლება, წარმოქმნას.