07/06/2022 შოთა კაკაბაძე

პუტინის ყველზე საშინელი სიზმარი: ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება და მისი გავლენა სხვა ასპირანტ ქვეყნებზე

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:
07-06-2022

რუსეთის ხელმძღვანელი პირების სურვილისა და დიდი სახელმწიფოების ძალის პოლიტიკაზე დაფუძნებული პოპულარული არგუმენტების მიუხედავად (Kissinger 2014, Mersheimer 2014, Walt 2022), უკრაინაში სამხედრო ინტერვენციამ ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა. ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი იმაზე მეტად ერთიანია უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში, ვიდრე ოდესმე ყოფილა. კრემლში პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ თავდაცვის მიმართულებაზე ბიუჯეტის გაზრდასა და უსაფრთოხების პრიორიტეტების გადააზრებასთან ერთად (Howard 2022), ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება გახდა. ფინეთმა და შვედეთმა უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს წევრობაზე განაცხადი და გაწევრიანებას რაც შეიძლება მალე ელიან (Reuters 2022). წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევში გაანალიზებულია რეგიონში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი უსაფრთხოების პარადიგმის მიმდინარე ცვლილება. ნაშრომში განხილულია რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლო გავლენები სხვა ასპირანტ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, რომელიც ათ წელზე მეტია ალიანსში გაწევრიანებას ელოდება.

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • ბალტიასა და სკანდინავიაში უსაფრთხოების პარადიგმის ცვლილება
  • უსაფრთხოება შუალედურ პერიოდში და ამ პროცესის სხვა გამოწვევები
  • შედეგები ასპირანტი ქვეყნებისთვის

პოლიტიკის მემორანდუმი #57 | ივნისი 2022

, , , ,